თავბრუსხვევა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მამა 85 წლისაა და დიდი ხნის წოლის ან მჯდომარე მდგომარეობიდან წამოდგომისას თვბრუსხვევები აქვს.რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევთ ტომოგრაფიული კვლევის ჩატარებას?
პასუხი:

მოგესალმებით, 

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ საქმე ეხება, წამოდგომის დროს  არტერიული წნევის დაქვეითებას, რომლის დროსაც ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება საკმარისად, რაც იწვევს თავბრუსხვევას.არის ასევე იმის შესაძლებლობა ,რომ იგივე სიმპტომებს იწვევდეს საძილე არტერიების პათოლოგია ,რაც ამ ასაკში დიდი ალბათობითაა მოსალოდნელი .

სასურველია, საწოლიდან ადგომისას და საერთოდ წამოდგომის დროს,  ჯერ ცოტა ხანი იჯდეს პაციენტი და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ, ნელა წამოდგეს ფეხზე.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ცხადია ,შეიძლება ტომოგრაფიული კვლევა,  თუმცა აჯობებს ჯერ ჩატარდეს ექსტრა და ინტრაკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია და ნევროლოგის კონსულტაცია, ამის შემდეგ კი, ექიმი თავად მოგახსენებთ დამატებით რა კვლევები იქნება საჭირო.

შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე აქციას, რომელიც შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე  577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა