სოლარიუმი ტვინის შერყევის შემდეგ - ნევროლოგია

კითხვა: სამი კვირის წინ შერყევა მივიღე და სოლარიუმში შესვლა რამდენად რეკომენდირებულია
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად ,ტვინის შერყევის შემდეგ დაუშვებელია სხეულის ( ცხადია თავის ) გადახურება ,ანუ მზეზე ყოფნა იქნება ეს თუ სოლარიუმში .
არც სამი კვირაა ის ვადა ,როდესაც ვამბობთ ,რომ ტვინის შერყევის შემდეგ ბევრი დროა გასული .
მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების მიზნით, მიმართეთ მკურნალ ექიმს,რომელსაც თქვენი სტაციონარში ყოფნის პერიოდში არსებული კლინიკური მდგომარეობის მიხედვით შეუძლია განსაზღვროს თქვენი ცხოვრების მიმდინარე და მომავალი რეჟიმი , ხოლო თუ გაინტერესებთ ჩვენი სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა