კეფის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაწუხებს ძლიერი თავის ტკივილები.. გადავიღე ეგრეთ წოდებული თავის მრ ასევე თავის ტვინის სისხლძარღვები მაგნიტურ რეზონანსულმა გამოკვლევამ არაფერი უჩვენა და სისხლძარღვებიც წესრიგში მაქვს... ტკივილები წამიერია მაგრამ ძალიან ძიერი და მოიცავს მთელ თავს განსაკუთრებით ძლიერად მტკივა უკან კეფა და ტკივილი გამოისახება ძლიერი პულსაციებით... ტკივილი ნებისმიერ ემოციურ ფონზე მეწყება...
პასუხი:

მოგესალმებით,
სასურველია, დაგვიზუსტოთ მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, მხოლოდ თავის ტვინის ჩაიტარეთ თუ კვლევაში კისრის მალების კვლევაც მოიაზრებოდა?
ჩამოთვლილ სიმპტომთა გათვალისწინებით ვფიქრობთ, თქვენი ჩივილების გამომწვევია კისრის ოსტეოქონდროზი. თუმცა, რაკი აღწერთ მფეთქავ ტკივილსაც ეს გვაფიქრებინებ, რომ შესაძლოა მიზეზთა შორის იყოს კეფის ნერვის ნევრალგია.
მისი გამომწვევი მიზეზი უმეტესად არის კისრის მალების დაავადებები, როგორიცაა:

  • ოსტეოქონდროზი;
  • სპონდილოართროზი და ა.შ.

კეფის ნერვის ნევრალგიის დროს თავის ტკივილი შეტევისმაგვარი ხასიათისაა. ის მკვეთრად გამოხატული და ძალზე მწვავეა. თავის, კისრის, სხეულის მოძრაობისას, ხველისას ტკივილი მფეთქავი ხდება. შეტევებს შორის პაციენტი კეფის მიდამოში განიცდის ზეწოლითი ხასიათის მუდმივ ტკივილს.
თუ ხერხემლის კისრის მიდამოს მოძრაობას შეზღუდავთ, თავის ტკივილის ინტენსივობამაც შეიძლება იკლოს. ეს ტკივილები ხშირად ორმხრივია, მათი ლოკალიზაცია კი მუდმივი არ არის.
ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდის შერჩევა ნევროლოგის პრეროგატივაა.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ექიმი უშუალო კონსულტაციისას, შეკრებს ანამნეზს, თქვენს მიერ ჩატარებულ კვლევათა მონაცემების შეჯერების შემდეგ, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და ამის შემდეგ მიმართავს აპრობირებულ მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს , სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა