კითხვა: გამარჯობა, მაწუხებს შაკიკი, მირჩიეს სისხლის მიმოქცევის გამოკვლევა და თავზე ტომოგრაფია, მაინტერესებს ტომოგრაფიის გარდა თუ არის საშუალება გამოვიკვლიო სისლის მიმოქცევა (თავში და ზოგადად ორგანიზმში), ბოდიშით თუ ძაან არაკომპეტენტურად დავსვი კითხვა :) მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,

შაკიკი გავრცელებული, ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ძლიერი, მოულოდნელად აღმოცენებული შეტევითი და განმეორებითი ხასიათის თავის ტკივილი ახასიათებს. ძლიერი ტკივილი შეიძლება 4-დან 72 საათამდე გაგრძელდეს.

შაკიკის დროს ადგილი აქვს თავის ტვინში სისხლძარღვოვან არასტაბილურობას. შეტევისას სისხლძარღვები თავდაპირველად ვიწროვდება, შემდეგ კი მკვეთრად ფართოვდება. ამ დროს ძლიერდება თრომბოციტების შეწებება.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს სეროტონინი, რომლის რაოდენობაც ჯერ იმატებს, შემდეგ კი მკვეთრად იკლებს. გამომწვევი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ნევროლოგიური გამოკვლევა. როგორც აღნიშნავთ, უკვე ჩატარებული გაქვთ მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში სადაც შემოგთავაზებთ 2 აქციას, ვრცლად სანახავად მიჰყევით ბმულებს.

●  თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია: https://kirurgia.ge/article/15963/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva--magnitur-rezonansul-tomografze

●  თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევა : https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე  577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა