წელის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა. 50 წლის ვარ წელი გამიკავდა ძლიერი ტკივილები მაქ 1 კვირაა. 3 ჯერ დიკლოფენაკი გავიკეთე 3 ჯერ დიკლოფეროლი მაგრამ უშედეგოა. რას მირჩევთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, თუმცა ზოგადად მოგახსენებთ.
ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ადგილობრივი ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს.
დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. მათ ჩამონათვალში შედის:
● გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;
● მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
● შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;
● მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
● საკვერცხეების ანთება, საშვილოსნოს პათოლოგიები;
● ვირუსული დაავადებები;
● თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა;
● ზურგის ტვინის თიაქარი.
ტკივილი ზოგჯერ ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური ან შეტევითია, ზოგჯერ კი - ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი.
ტკივილის ბუნებასა და გამოვლინებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
აქედან გამომდინარე ,უპირველესად მნიშვნელოვანია სწორი და ზუსტი დიაგნოსტირება ,ხოლო შემდეგ შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა .
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეს პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა