მოგესალმებით!
თავის ტკივილი დაახლოებით ყოველ მეათე შემთხვევაში გვხვდება. ქრონიკული მიმდინარეობის დროს ტკივილის ეპიზოდები არ წყდება.
თავის ტკივილი უმეტესად ცალმხრივია და ყოველთვის ერთსა და იმავე მხარეს ვითარდება (თუმცა სხვადასხვა ეპიზოდის დროს მხარე შესაძლებელია შეიცვალოს).
ნეიროპათიული ტკივილი ნერვულ სისტემაში მომხდარი ცვლილებების შედეგია. ის ვითარდება როგორც ტრავმის, ისე ავადმყოფობის ფონზე. ასეთ ტკივილის აღწერენ როგორც უჩვეულოს, ადარებენ ელექტრულ იმპულსებს, წვის შეგრძნებას. ტკივილი ვრცელდება შესაბამისი ნერვის გასწვრივ. ნეიროპათიული ტკივილის მაგალითებია დიაბეტური ნეიროპათია, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სარტყლისებრი ლიქენი.
ნეიროპათიული ტკივილი არ რეაგირებს ფართოდ გავრცელებულ ანალგეტიკებზე, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ მედიკამენტებზე, ძნელად ემორჩილება ოპიოიდებს.
თქვენს შემთხვევაში პასუხის გაცემა დისტანციურად, გამომწვევ მიზეზებზე არაკორექტული იქნება, უმჯობესია, გაიაროთ ნევროლოგთან კონსულტაცია, შეაფასოს თქვენი მდგომარეობა, ჩაგიტარდეთ საჭირო დიაგნოსტიკური კვლევა და გაგცეთ ამომწურავი პასუხი.
გაცნობებთ, რომ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ნევროლოგთან ვიზიტს შეძლებთ უფასოდ.
საკონსულტაციო დღეებია ოთხშაბათი და პარასკევი წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.ხანდახან რა იწვევს თავში წვის შეგრძნებას? რომელიც გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე,გამოვიკვლიე სისხლ ძარღვები და არაფერი არიყო.როცა მეწვის არაფერი არ აყუჩებს.მაქვს შაკიკიც მაგრამ არ იქნება მაგასთან კავშირში რა შეიძლება იყოს? მადლობა
პასუხი: