რეტროგრადული ამნეზია - ნევროლოგია

კითხვა: რეტროგრადული ამნეზიის დროს, მაქსიმუმ რამდენი ხანი შეიძლება არ ახსოვდეს ადამიანს ამ მოვლენებამდე არსებული ეპიზოდები? ასევე მაინტერესებს მახსოვრობის სრული აღდგენა თუ ხდება ასეთ დროს, დროში გაწელვადი პროცესია თუ მომენტალურად აღდგება? მადლობა :))
პასუხი:

მოგესალმებით,
რეტროგრადული ამნეზია, მიეკუთვნება ისეთ ამნეზიათა ჯგუფს რომელიც თავის ტვინის ლოკალური დაზიანების შედეგად ვითარდება.
რეტროგრადული ამნეზია გულისხმობს უშულოდ ტრავმის მომენტის ან მის წინ მომხდარი მოვლენების დავიწყებას.
არსებობს მისი 2 ფორმა:

  • დროებითი ამნეზია;
  • ტოტალური ამნეზია ( განსაზღვრული დროის გარეშე).

ზოგადად გახსენების აქტი შესაძლოა, გაგრძელდეს როგორც რამდენიმე წუთი, ისე კვირები, თვეები და წლებიც კი.
უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენმა მკურნალმა ექიმმა.
ხოლო, თუ გსურთ მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრების მოსმენა, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა