მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ხელის დაბუჟება ნერვზე ზეწოლის შედეგია.
როგორც მოგვითხრობთ, ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი, რომელმაც შედეგი არ გამოიღო.
ასეთ შემთხვევაში , მკურნალობის მეთოდის შესარჩევად გესაჭიროებათ ელექტრონეირომიოგრაფია და ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
მიმართეთ მკურნალ ექიმს. ხოლო თუ გსურთ სხვა სპეციალისტის მოსაზრების მოსმენა შეგიძლიათ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.
ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, ჩვენი სპეციალისტი მოგცემთ მითითებას საჭირო კვლევაზე, რის შემდეგაც დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა .
თუ გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!