მოგესალმებით,
კალციუმი ძვლის ქსოვილის შენებისთვის არის აუცილებელი. მისი დეფიციტის დროს კი ძვლები დარბილებას იწყებს. როდესაც სისხლში ამ ელემენტის დონე იკლებს, ორგანიზმი ძვლებში ჩალაგებულ კალციუმს იყენებს. ამ შემთხვევაში ძვლოვანი ქსოვილი ზარალდება.
ოსტეოქონდროზი კი ხერხემლის მალებისა და იოგების პათოლოგიურ ცვლილებათა შედეგად განვითარებული დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად მალათაშუა დისკების დეგენერაცია უდევს.
გარდა ამისა, ოსტეოქონდროზის დროს შესაძლოა, ხერხემლის მალებზე ძვლოვანი წარმონაქმნები – ოსტეოფიტები გაჩნდეს (ხალხში მათ „მარილებს“ ეძახიან).
ოსტეოფიტები ზურგის ტვინის ფესვებს აწვება, რაც წელის მიდამოში ყრუ და დამწოლ ტკივილს იწვევს.
მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს. ხოლო თუ გსურთ სხვა მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრების მოსმენა შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ კონსულტაციაზე მობრძანებას სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!