კითხვა: მოგესალმებით ადრეც მოგწერეთ და ისევ მინდა კითხვა დაგისვათ ძალიან ცუდად ვარ ყოველ დღე მაქვს წნევები დილით ვიღვიძებ თავის ტკივილით ვიყავი ექიმებთან გადავიღე ენცეფალოგრამა და ყველამ მითხრა კლიმაქსურ ნევროზულიაო უკვე აღარ შემიძლია ამდენ წამლებს ვსვავ და შედეგი არ მაქვს მიშველეთ რამე გეხვეწებით
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, მენოპაუზის მიმდინარეობა ყველა ქალისათვის ინდივიდუალურია: ზოგს არანაირი სიმპტომი, გარდა მენსტრუალური ციკლის შეწყვეტისა, არ აღენიშნება. ქალთა უმრავლესობას კი „კლიმაქსისათვის“ დამახასიათებელი ბევრი ჩივილი აქვს.
ჩივილების უმეტესობა დროთა განმავლობაში სუსტდება და ქრება. ასეთებია: სხეულის პერიოდული წამოხურება (ეგრეთ წოდებული “ალები"), ღამით ოფლიანობა, ადვილად დაღლილობა, ემოციური ფონის ცვლილებები: გუნება-განწყობილებისა და სექსუალური ინტერესების დაქვეითება, ადვილად გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა (უძილობა), კანისა და თმის გამოშრობა, თავის ტკივილი, გულის "ფრიალი" –სწრაფი და/ან არარეგულარული გულისცემა, უჰაერობა, ემოციური ლაბილობა და ა.შ.
გირჩევთ, მიჰყვეთ პირადი ექიმის რეკომენდაციას, ჩააყენოთ იგი მკურნალობის მიმდინარეობის კურსში, რეკომენდაციაში ცვლილებების შეტანა მისი პრეროგატივაა.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგვიძლია შემოგთავაზოთ აქცია ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ რაც გულისხმობს ენდოკრინოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ შაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 05 99 00.
საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობაში ჩაერთვება ნევროლოგი.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა