მხრის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: მკლავისა და მხრის შეერთებაზე მაქვს ტკივილი.მიჭირს ზოგჯერ ხელის აწევა.იმ მხარეს ვერ ვწვები.რომელ ექიმს მივმართო(სპეციალისტს)
პასუხი:

მოგესალმებით,
მხრის ტკივილი მოიცავს ნებისმიერ ტკივილს, რომელიც აღმოცენდება მხარში ან მის გარშემო.
მხრის ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს უშუალოდ სახსრიდან ან მის გარშემო მდებარე ნებისმიერი მყესიდან, იოგიდან და კუნთიდან.
შესაძლოა საქმე ეხებოდეს ასევე, ხერხემლის სვეტის პათოლოგიას, თუმცა დისტანციურად ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია ყოველ პარასკევს.
უშუალო ვიზიტისას ექიმი შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, შეარჩევს საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ამის შემდეგ კი, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
ასევე, შესაძლებელია გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა