ვეგეტონევროზი , ხერხემლის პათოლოგია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს ძლიერი ტკივილი დროდადრო გულის არეში ხან გული არმტკივა მარტო მარცხენა მხარი მტკივა უკან ბეჭში მომდის თითებში ტკივილი ხელის და ფეხის გულის კარდიოგრამა ექოსკოპია გულის და კონარალური გამოკვლევა გული გამორიცხეს და თუ გული არა აბა რა შეიძლება იყოს მაქვს ჩიყვი თან ყელში მახრჩობს სუნთქვა მიჭირს და ვეგეტო ნევროზი მაქვს რას შეიძლება იყოს ან თუ გულია გთხოვთ მიპასუხოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ვეგეტატიური ნერვული სისტემა ნერვული სისტემის ის ნაწილია, რომელიც შინაგანი ორგანოების მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და, შესაბამისად, ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას არეგულირებს. ამგვარად, ვეგეტონევროზი ნერვული სისტემის იმ მეტად მნიშვნელოვანი ნაწილის პათოლოგიური მდგომარეობა გახლავთ, რომელიც შინაგან ორგანოთა ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს.
თუ შესაბამისი კვლევების შედეგად, კარდიოლოგიური პათოლოგიები გამორიცხა, ვფიქრობთ, შესაძლოა ჩივილის გამომწვევი იყოს ხერხემლის პათოლოგია, კერძოდ კი ოსტეოქონდროზი, რომლის დროსაც აღინიშნება მალებისა და იოგების დეფორმაცია, მალათაშუა სივრცის შევიწროება. ეს ყველაფერი უმეტესად კუნთთა ტონუსის შესუსტების ფონზე მიმდინარეობს.
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსიტება, რა თქმა უნდა შეუძლებელია. გირჩევთ მიმართოთ ნევროლოგს.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკას, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ დახმარებას. ვიზიტისას თუ გამოიკვეთება მრტ კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
დიაგნოსტირდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა