კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს ტეგრეტოლის როგორ დავანებო თავი?დოზის განახევრებით თუ როგორ?მადლობა დიდი.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენ მიერ აღნიშნული პრეპარატი არის ფსიქოტორპული და ენიშნებათ ეპილეფსიით დაავადებულებს, გაიცემა აფთიაქიდან რეცეპტის საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისჯება კანონით.
ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში "ტეგრეტოლი" შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც მონოთერაპიაში, ისე კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში და ძირითადად გამოიყენება კრუნჩხვითი შეტევების თავიდან აცილების მიზნით (მთელი ცხოვრების განმავლობაში).
თუ ეს პრეპარატი დაგინიშნათ მკურნალმა ექიმმა, დოზების მიღების შესახებ ინფორმაციას თავად მოგაწვდიდათ, რადგან ეს მისი კომპეტენცია და პრეროგატივაა.
ასე რომ, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
სხვა შემთხვევაში, რეკომენდაციას დოზებთან დაკავშირებით ვერ გავცემთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თვითნებურად იღებთ ამ პრეპარატს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა