მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა, კიდურში მგრძნობელობის დაკარგვა , ნერვის დაზიანების შედეგი იყოს.
თავის მხრივ, ნერვის დაზიანების განმაპირობებელი ფაქტორებია:
- ტრავმა;
- განმეორებითი მიკროტრავმა;
- ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია;
- ტოქსიკური ფაქტორები;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ხერხემლის პათოლოგია.
მკურნალობა ინიშნება გამომწვევი მიზეზების შესაბამისად, რაც დგინდება შესაბამისი კლინიკური კვლევით.
ამ შემთხვევაში, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias/15961
რაც შეეხება იშემიურ ინსულტს მოგახსენებთ.
იშემიური ინსულტი
იშემიური ინსულტი, ანუ ტვინის ინფარქტი, უფრო ხშირად უვითარდება 60 წელზე უფროსი ასაკის მქონე პირებს, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ შემდეგი პათოლოგიები:
- ათეროსკლეროზული ცვლილება;
- მიოკარდიუმის ინფარქტი;
- გულის რევმატიული მანკი;
- არითმია;
- შაქრიანი დიაბეტი.
ინსულტის მკურნალობა
არსებობს სისხლძარღვების თერაპია (ისეთი პრეპარატების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვინის მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებას), ჟანგბადის თერაპია, აღდგენითი მკურნალობა, და ასევე რეაბილიტაცია, რაც ერთ– ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მკურნალობაში (სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია, მასაჟი).
ჩვენს კლინიკაში წარმატებით ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი.
ადეკვატური თერაპიის ჩასატარებლად საჭიროა ზუსტი დიაგნოზი. ამისთვის აუცილებელია განისაზღვროს თავის ტვინის დაზიანების კერის, სისხლძარღვოვანი პათოლოგიური პროცესის (რომელიც განაპირობებს პაციენტის ნევროლოგიურ სიმპტომატიკას) ხასიათი და ლოკალიზაცია, ასევე იშემიის ზონაში კოლატერალური სისხლის მიმოქცევის ანატომიური მონაცემები ნებისმიერ შენარჩუნებულ გზებზე.
- იშემიური ინსულტის კვლევებში გამოიყენება:
- ექსტრაკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია;
- თავის ტვინის სისხლძარღვების ანგიოგრაფია.
თრომბოლიზური თერაპია
ეს არის მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თავის ტვინის კონკრეტული სისხლძარღვის რეკანალიზება, ანუ ხდება სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს ინსულტის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას. ჩვენს კლინიკაში ინსულტის მკურნალობაში ასევე დანერგილი გვაქვს ენდოვასკულარული ქირურგიის მეთოდებით მართვა, კერძოდ კი დახშული სისხლძარღვიდან თრომბის მექანიკური მეთოდით, სისხლძარღვში კათეტერით შესვლის გზით ამოღება.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდების გამოყენება შესაძლებელია მწვავე დაწყებიდან მხოლოდ რამოდენიმე საათის განმავლობაში, შემდგომ კი ყალიბდება შეუქცევადი ცვლილებები და მათ გამოყენებას აზრი ეკარგება.
გადატანილი ინსულტის შემდგომ მკურნალობის პრინციპები კი მედიკამენტურ თერაპიას და რეაბილიტაციის მეთოდების გამოყენებას ეფუძნება, რომელთა შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან, უფასო გასინჯვის აქციის დროს, ყოველ პარასკევს.
უფასო კონსულტაციის მისაღებად, ასევე აქციაზე ჩასაწერად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/nevrologia/20
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!