დაძაბულობის თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა ვარ 34 წლის მაწუხებს დაძაბული სახის თავის ტკივილი მაქვს მოჭერის საშინელი გრძნობა თითქოს ორი ხელით მიჭერენ ტვინში და თვალებში მოწოლოს შეგრძნება და ამ დროს პერიოდულად მოვლითი სახის თავბრუსხვევა თითქოს გონების დაკარგვამდე მაგრამ შემდეგ გაივლის პერიოდულად მაქვს უმნიშვნელო ორიენტაციის დაკარგვის გრძნობა სიარულის დროს მაინტერესებს რა პრობლემის წინაშე შეიძლება ვიდგე და ვის უნდა მივმართო პ.ს. მაქვს სტრესული სამუშაო ღამისთევით ბოლო 13 წელია მადლობა ყურადღებისთვის
პასუხი:

მოგესალმებით,

თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის დაძაბულობის თავის ტკივილი;
  • დაძაბულობის თავის ტკივილის სიმპტომები;
  • დაძაბულობის თავის ტკივილის გამომწვევი ფაქტორები;
  • რეკომენდაცია;
  • როგორ მოვიქცეთ საგანგებო მდგომარეობის დროს.

დაძაბულობის თავის ტკივილი  ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელმაც შესაძლოა, მოიცვას შუბლის, საფეთქლებისა და კისრის მიდამოც კი. მისი გამომწვევი მიზეზები უცნობია.

დაძაბული ტიპის თავის ტკივილისთვის დამახასიათებელია მსუბუქი ან საშუალო ხარისხის ტკივილი,  რომელიც არ ძლიერდება მოძრაობისა და სხეულის მდგომარეობის შეცვლისას. ამიტომ, აუცილებელია დიფერენციული დიაგნოზი, როგორც ვერტებრულ უკმარისობას, ისე შაკიკსა და დაძაბულობის თავის ტკივილს შორის.

ყველაზე ხშირად მისი გამომწვევი ფაქტორებია:

  • სტრესი;
  • თავის, სახის და მხრის სარტყელის კუნთების დაძაბულობა;
  • დიდხნიანი მჯდომარე პოზიცია;
  • მუშაობის მონოტონური რეჟიმი;
  • ზოგიერთი სამკურნალო საშუალება.

ზუსტი დიაგნოსტირების გარეშე და მითუმეტეს, დისტანციურად, მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ.

თუმცა, შეგვიძლია, რეკომენდაციის სახით გირჩიოთ:

  • დააბალანსეთ ძილის დრო და ხანგრძლივობა;
  • სტატიკურ სამუშაოს შეუთავსეთ ვარჯიში ან ფეხით სიარული;
  • მიჰყევით ჯანსაღი კვების წესს.

dadzabulobis_tavis_tkivili

თუ თქვენ არ იმყოფებით თვითიზოლაციის რეჟიმში და გაქვთ სახლის დატოვების უფლება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზური მონაცემების შეჯერების საფუძველზე, ჩაგიტარებთ საჭირო კლინიკურ კვლევას, ეს შეიძლება, რომ იყოს როგორც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ისე თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების დოპლერი, რის შემდეგაც დადგინდება დიაგნოზი და დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.

გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ არ არის ჩართული COVID-19 ბრძოლის სქემაში, შესაბამისად ვიზიტი უსაფრთხოა.

სამედიცინო მომსახურების მისაღებად, სამედიცინო მომსახურების მისაღებად, საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, ვიზიტისთვის აუცილებელია საშვი, რომელსაც გასცემს ჩვენი კლინიკა და ამით მოგეცემათ  ქალაქში გადაადგილების საშუალება. ამისთვის კი, აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 577 32 79 88.

   ●  ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/nevrologia/20

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა