მოგესალმებით,
თქვენთვის გამკუთვნილ პასუხში, შეგიძლიათ, გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა;
- შფოთვითი აშლილობის სიმპტომები;
- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა.
მოგახსენებთ, რომ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისთვის დამახასიათებელია ღელვის უკონტროლობა, რომლის სიმძლავრე შეუსაბამოა პაციენტის ცხოვრებისეულ გარემოებებთან.
გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას, ასევე, ახასიათებს:
- ძილის დარღვევა;
- კუნთების დაძაბულობა;
- დაღლილობა;
- მოუსვენრობა;
- კონცენტრაციის პრობლემები;
- ოფლიანობა;
- გაღიზიანებადობა;
- ტაქიკარდია.
მკურნალობის დანიშვნისას, მედიკამენტის ე.წ სიძლიერის განსაზღვრა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უშლის ხელს აშლილობა პაციენტს სრულფასოვან ცხოვრებაში.
როგორც წესი, მკურნალობის თვალსაზრისით ინიშნება:
- სეროტონინის ინჰიბიტორები;
- სეროტონინისა და ნორეპინეფრინის ინჰიბიტორები;
- ბენზოდიაზეპინები.
ზოგადად, ნებისმიერი პრეპარატი ინიშნება თერაპიული დოზით, რომელსაც არჩევს შესაბამისი ექიმი, საჭიროებიდან გამომდინარე. სპეციალისტი იმავდროულად ითვალისწინებს ჩვენებებს, უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებს.
გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, თავადაც შეგიძლიათ, შეამციროთ შფოთვა თქვენი დროისა და ენერგიის ყურადღებით მართვით. გადაავლეთ თვალი, თქვენი ცხოვრების პრიორიტეტულ საკითხებს, თავი აარიდეთ ალჰოკოლის, ნიკოტინისა და კოფეინის ხშირ მოხმარებას.
თუ ფიქრობთ, რომ აუცილებელია, მედიკამენტი ჩანაცვლდეს, მიმართეთ მკურნალ ექიმს, გააცანით თქვენი მოსაზრება, სთხოვეთ მოგაწოდოთ ინფორმაცია, მოგცეთ რეკომენდაცია შეასაბამის მედიკამენტზე და თავი აარიდეთ თვითნებურ მკურნალობას.
თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელთან კონსულტაციაზეც, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ 50%-იან ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-50-ian-fasdaklebas-konsultaciebze/31731
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშრდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!