მოგესალმებით,
თავბრუსხვევა (ვერტიგო) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლითაც პაციენტები ექიმს მიმართავენ. ის მრავალი დაავადების სიმპტომია. ამჟამად მისი 80-მდე მიზეზია ცნობილი, ასიდან 20 შემთხვევაში კი ერთმანეთს რამდენიმე მიზეზი ერწყმის.
ზოგიერთ შემთხვევაში თავბრუხვევას თან ახლავს:
- გულისრევა;
- ღებინება;
- პულსის სიხშირის ცვლა;
- არტერიული წნევის მერყეობა.
თავბრუხვევას პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან, ექიმებისთვის კი ეს ყველაზე თავსატეხი სადიაგნოსტიკო სიმპტომია, რადგან უამრავი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად:
- ნევროლოგიური;
- ფსიქიკური;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის;
- თვალის დაავადებების;
- ყურის დაავადებების და ა.შ.
ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში, სწორი და ზუსტი დიაგნოსტირებისათვის შემოგთავაზებთ კვლევების სრულ პაკეტზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31237/gawukhebt-khshiri-tavis-tkivili,-tavbruskhveva,-wonasworobis-darghveva,-shuili-yurebshi-
კვლევის შემდგომ, ექიმი–ნევროლოგი დაადგენს თქვენი ჩივილების გამომწვევ მიზეზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!