კითხვა: გამარჯობა მაქვს ნერვის ანთება ფეხზე და როგორ ვიმკურნალო და რით მოვირჩინო?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ იშიაზზე, რომელიც არის საჯდომი ნერვის დაზიანება ან მიჭყლეტა, რომელიც პასუხისმგებელია ფეხის მგრძნობელობაზე და მოძრაობაზე დუნდულოვანი კუნთიდან ტერფამდე. იშიაზი ვითარდება ოსტეოქონდროზის, ხერხემლის თიაქრის, მალების გადანაცვლების ფონზე.
ხშირად მიჭყლეტვა ხდება სიმძიმის ცენტრის გადანაცვლების და ხერხემალზე ზეწოლის მომატების გამო.
ძირითადი სიმპტომებია:
● წელის ან ფეხის მწველი და მჩხვლეტი ტკივილი;
●ფეხის დაბუჟება,სიცივის შეგრძნება;
● სისუსტე კუნთებში;
● გარდაუვალი ტკივილი ფეხის ზედაპირზე;
● მოძრაობითი აქტიურობის პრობლემები.
დაზიანება ძირითადად აღინიშნება მხოლოდ ერთ ფეხზე, მაგრამ ზოგჯერ, თუ ნერვები დაზიანებულია – ორივე მხარეზე.
შემოგთავაზებთ, კლინიკის აქციის ფარგლებში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დასვამს ტკივილის გამომწვევ ზუსტ დიაგნოზს და თავად მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის შესახებ.
თუ გამოიკვეთება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias   
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა