მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის აკომოდაციის დარღვევა;
- აკომოდაციის დარღვევის მიზეზები;
- რა არის გლიოზი;
- გლიოზის გამომწვევი მიზეზები;
- გლიოზის სიმპტომები.
აკომოდაციის დარღვევა, ეს არის მდგომარეობა როდესაც შენელებულია ახლოს არსებული საგნებიდან შორეულზე ფოკუსირება და პირიქით.
მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ზურგის კუნთების დაჭიმვა;
- ხერხემლის პათოლოგია;
- ჩიყვი;
- ჰიპოვიტამინოზი;
- ნევროზი.
ასევე, აკომოდაციის დარღვევა შესაძლოა აწუხებდეთ იმ პაციენტებს, რომლებიც არ ატარებენ სათვალეს რეფრაქციული დარღვევების (მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი) დროს.
გლიოზი
იგი თავის ტვინში მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც დაზიანებული ნერვული ქსოვილის და მისი უჯრედების - ნეირონების ჩანაცვლება სხვა სტრუქტურით ხდება.
გლიოზი შესაძლოა, გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით როგორიცაა:
- სისუსტე;
- მეხსიერების დაქვეითება;
- შენელებული რეაქციები;
- კოორდინაციის პრობლემები.
- შესაბამისად, თქვენი ვარაუდი, რომ აკომოდაციის დარღვევასა და გლიოზს შორის კავშირი არსებობს, მართებულია.
აუცილებელია დადგინდეს, რა არის ტვინის ქსოვილის დესტრუქციის გამომწვევი მიზეზი, მათ შორის შეიძლება იყოს:
- გაფანტული სკლეროზი;
- ენცეფალიტი;
- ეპილეფსია;
- ჟანგბადოვანი შიმშილი;
- ტრავმა.
თავდაპირველად უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან, ასევე, საჭირო იქნება გლიოზის ამჟამინდელი მდგომარეობის განსაზღვრაც, რისთვისაც კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.
კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავზებთ ნევროლოგის კონსულტაციაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-nevrologis-konsultacias/31681
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!