რადიკულიტი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა! მყავს მეუღლე, რომელიც არის 50 წლის... აწუხებს ფეხის ტკივილი... ექიმმა რადიკულიტი დაუდგინა და გამოუწერა წამლები... 1) ომეპრაზოლი-10 დღე 2) ამელოტექსი- ნიუ15 მგ- 10 დღე 3) ამელოტექსი- NEV 1 პროცენტი50:2 4) მიდოკალმი 50 მგ:1 ტაბლეტი 2- ჯერ დღეში ... 5 დიოქსაფლექსი- B 12 3 მლ: 1 ამპულა დღე გამოშვებით კუნთებში- 5 ამპულა... ეს დანიშნულება დასრულდა , მაგრამ შედეგი არ ჩანს... ტკივილი მოემატა და ზემოდან ქვემოდ გადასცემს... თუ შეგიძლიათ მირჩიოთ როგორ ვიმკურნალო და რომელი მედიკამენტი გამოვიყენოთ.. პარალელურად დღეს პირველად მეორე ფეხზე ძარღვი გაეკვანძა... წინასწარ გიხდით მადლობას...
პასუხი:

მოგესალმებით, 

რადიკულიტი თავ-ზურგ–ტვინის ერთ-ერთი ნერვის ფესვის ანთებაა.

ხერხემლის არხში მოთავსებულია ზურგის ტვინი, რომლიდანაც გამოდის მთელი ორგანიზმის მუშაობაზე პასუხისმგებელი უამრავი ნერვი. რომელიმე მათგანის ტრავმული ან ანთებითი დაზიანებისას ვითარდება რადიკულიტი.

ასევე,  ტკვილი შესაძლოა გამოწვეული იყოს,  დაზიანებული, დეფორმირებული ხერხემლის ძვლოვანი ელემენტებით, რომლებიც  ზურგის ტვინს ან მისგან გამომავალ ნერვებს აწვება,  ეს ნერვები მგრძნობიარე და მომოძრავებელი ტოტებისგან შედგება, ამიტომ მათი მიჭყლეტისას თავს იჩენს ტკივილი, ზოგჯერ კი მოძრაობაც იზღუდება.

შესაძლოა ეს იყოს დისკოს თიაქარი, რომელიც  ვითარდება, როდესაც დაზიანებული დისკოს შიგთავსი მთლიანად ან ნაწილობრივ გარეთ იჟონება. ამ პათოლოგიას ზოგჯერ დისკოს დაცურებას ან გახეთქვასაც უწოდებენ. გარეთ გამოსული შიგთავსი აწვება ახლომდებარე ნერვებს, რაც ხელის ან ფეხის ტკივილს, დაბუჟებას, სისუსტეს იწვევს.

თიაქარი უმეტესად წელის არეში ვითარდება და სხვა რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია ზურგის ტვინის არხის თანდაყოლილი დეფექტები.

ასევე შესაძლებელია ტკივილს იწვევდეს რადიკულოპათია, რომელიც ოსტეოქონდროზის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა.

წელის რადიკულოპათია  მწვავედაც შეიძლება მიმდინარეობდეს და ქრონიკულადაც. შესაბამისად, მისთვის დამახასიათებელი ტკივილიც მწვავე ან ყრუა. ის, როგორც წესი, ცალმხრივია და ირადიაციას თეძოსა და ბარძაყის მიდამოში განიცდის.

ხერხემლის სტრუქტურის შეცვლას, მალებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას ბევრი რამ იწვევს, მათ შორისაა დისკოს თიაქარიც.

მძიმე ფორმის დროს პაციენტი  ძლიერი ტკივილის გამო ვერ ახერხებს საწოლიდან წამოდგომას, დაჯდომას, ფეხზე დგომას, სიარულს, დახრას და მიბრუნება-მობრუნებას.

ტკივილს შესაძლოა იწვევდეს კოქსართროზი და კიდევ ბევრი რამ, რაც ძირითადად ხერხემლის პათოლოგიებიდან გამომდინარეობს.

საჭიროა ვიცოდეთ,  რა გამოკვლევები აქვს პაციენტს გაკეთებული .

რის საფუძველზე დაისვა რადიკულიტის  დიაგნოზი?

აქვს თუ არა პაციენტს,  მენჯ–ბარძაყის სახსრის რენტგენი გადაღებული ?

თქვენს მიერ აღნიშნული „ფეხზე ძარღვი გაენასკვა“ შესაძლოა იყოს როგორც ხერხემლის ( იქნებ არაა ძარღვი და თქვენი მეუღლე ასე აღიქვამს,  ნერვიდან ნერვზე იმპულსის გადაცემას), ისე სისხლძარღვთა პათოლოგიებიდან გამომდინარე.

ამჟამადაც ხომ არ ტკივა ,ხომ არ შეუშუპდა წვივები ,ხომ არ აქვს ცივი და აჭრელებული კანი, დოპლეროგრაფია ჩატარებული აქვს თუ არა ?

დიაგნოსტირება, პირველ რიგში, ავადმყოფის ჩივილების მიხედვით ხდება. მათი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ნევროლოგიური გამოკვლევა, რაც გულისხმობს კუნთების ტონუსის, კიდურების მგრძნობელობის, მტკივნეულობის ლოკალიზაციის განსაზღვრას.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია, ხოლო  სისხლძარღვთა პათოლოგიის გამოსარიცხად, შემოგთავაზებთ აქციას, რომელიც  ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti-- 

ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია მიმდინარეობს ყოველ პარასკევს,  აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა