ხერხემლის პათოლოგია, კიდურების წვა და ქავილი - ნევროლოგია

კითხვა: ოთხიოდე წლის წინ ქვემო კიდურების წვა და ქავილი დამეწყო,ამას სტრესი უძღოდა წინ.იყო ზამთარი და ინტერნეტის გამოც საათობით ვიჯექი სკამზე,არცთუ ისე თბილ ტემპერატურაზე.ფეხები შემიშუპდა რამდენიმე თვის მერე და დამიუძლურდა.ფეხზე დგომა მიჭირდა,თან ალერგიის გამო ბლოკატორების ვიღებდი,კანის წვა ღამ ით არ მაძინებდა.პრობლემის დასაწყისიდან ერთი წლის თავზე ვარჯიში დავიწყე,გარეთ სიცივეში გავდიოდი და ვვარჯიშობდი რომ ფეხებში ძალა მქონოდა.სწორედ მაშინ გამიბუჟდა მარცხენა ფეხი და არ გაიარა დარჩა ქრონიკულად,განსაკუთრებით ვარჯიშის დროს უფრო ბუჟდებოდა ფეხი. ამ ზამთრის დასაწყისში ისევ ხშირმა მჯდომარე მდგომარეობამ,თან სიცივეში თან ხერხემლის ერთი ნაწილი სკამის საზურგეზე მქონდა მოჭერილი და საბოლოოდ ორივე ფეხის გაბუჟება მოხდა,ხერხემალიც ამტკივდა,ხელებიც გაბუჟდა.ხან ენა და ტუჩებიც მიბუჟდება.თავბრუსხვევა საკმაოდ ძლიერი მახასიათებს.თუ სხეულის რომელიმე ნაწილი დაბუჟება,რჩება იმ მდგომარეობაში.არც ვარჯიში არ შველის,პირიქით.აქევე მინდა ავღნიშნო რომ სახსრების არეებში ანუ სადაც იხრება თითები ან კიდურები,ფორმები შეიცვალა და მტკივა,ეს ერთი თვეა თუ სადმე ძვალი არსებობს ყველგან მტკივა,განსაკუთრებით სიცივეში და ღამით მწოლიარე მდგომარეობაში.დღეს ძალიან მტკიოდა და მუცლის არეშიც მქონდა დაჭიმულობა,კუნთები გამაგრებული და შეკუმშულია,მთელ სხეულზე.სუნთქვა მიჭირს ხოლმე ისედაც ეს რამდენიმე წელია და ამ პერიოდში კიდევ უარესად.ანუ ერთი კონკრეტული ადგილის პრობლემა არაა,მთელი სხეულია ჩათრეული,თვალებიც ადვილად მტკივდება.ხან ვფიქრობ ფეხის თითებში მგრძნობელობა რომ არ მაქვს სრულყოფილად,სიცივეში მომეყინა და ვერ ვიგრძენი,ანუ ერთმა პრობლემამ მეორე გამოიწვია. მთელი კანი გამომშრალია და განსაკუთრებით კიდურები მეწვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  1. რა იწვევს ენის დაბუჟებას;
  2. რა არის დოპლერი;
  3. კლინიკის აქცია-შეთავაზებები.

მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრნობით დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, ვფიქრობთ, თქვენ მიერ ჩამოთვლილ სიმპტომთკომპლექსი, უმეტესად უკავშირდება ხერხემლის სვეტის პათოლოგიას.
მაგალითად, კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა.
ირღვევა თავის ტვინის ნათხემის, ღეროსა და კეფის ნაწილების სისხლის მიმოქცევა. მუდმივი სიმპტომია თავის ტკივილი. ის, ჩვეულებრივ, კეფის არეში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა. ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება გულის არეშიც აღმოცენდება და შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მბურღავი ან წააგავდეს სტენოკარდიას.
ხერხემლის კისრის ნაწილის მეორე-მესამე ფესვის დაზიანება კი, იწვევს ისეთ ჩივილს როგორიცაა ენის დაბუჟება.

 

xerxemali_venebi

კიდურების წვა და ქავილი, უმეტესად ახასიათებს ანგიოლოგიურ, სისხლძარღვოვან პრობლემებს. დიფერენციული დიაგნოსტირების მიზნით კი, აუცილებელია, ჩატარდეს სისხლძარღვების დუპლექსსკანირება, რომელიც საშუალებას იძლევა, ერთდროულად მოხდეს სისხლძარღვის სტრუქტურის შეფასება და მასში სისხლის ნაკადის მიმართულებისა და სიჩქარის განსაზღვრა.
დოპლეროგრაფიის მეშვეობით ისაზღვრება სისხლის ნაკადის ცვლილებები, რაც თავის მხრივ დაკავშირებული შეიძლება იყოს სისხლძარღვების სპაზმთან, სტენოზთან, თრომბოზთან. ვლინდება სისხლძარღვოვანი ანომალიები, ათეროსკლეროზული ბალთების არსებობა, სისხლძარღვის დაზიანების ხარისხი და სხვა.
კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ანგიოლოგის კონსულტაციასა და ანგიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/angiologiuri-aqcia/31757

მოგახსენებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ მულტიპროფილური კლინიკაა. გვყავს ყველა ექიმი, მათ შორის რევმატოლოგი და ნევროლოგი. ორივე სპეციალისტთან შესაძლებელია აქციის ფარგლებში, ფასდაკლებით გაიაროთ კონსულტაცია, მიჰყევით ბმულებს:

გირჩევთ, საწყის ეტაპზე, აუცილებლად გაიაროთ კონსულტაცია ანგიოლოგთან და ნევროლოგთან, ხოლო შემდეგ ჩართოთ მკურნალობაში რევმატოლოგი.
უშუალო ვიზიტის შემდეგ, ანამნეზური მონაცემების შეკრებისა და ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ, აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა