ვეგეტონევროზი, ხერხემლის პათოლოგია - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით,სიმპტომები მაქ მრავალგვარი:მაწუხებს ზურგი თითქოს მტეხავს შიგნიდან ძვლებში მოძრაობის დროს.მაქ სხეულის წვა და ცხელება.მიბუჟდება და თითქოს მიკავდება ფეხები და ახალა დამეწყო ყურის და მარჯვენა ყბის ტკივილი თავი და მთელი სხეული მაქვს დაჭიმული.მამცივნებს და მაჟრჟოლებს ტანში ძირითადად ღამით.იქნებ მიპასუხოთ რა კვლევა ჩავიტარო და ვის მივაკითხო.დავდივარ ექიმებში და არა ის პაციენტი არ ვარ,დოპლერიც გადავიღე და არაფერიაო.ვეგეტო ნევროზი მითხრეს ნევროლოგმა და ვმკურნალობდი.სხვა რა შეიძლება გავიკეთო.ტომოგრაფია მინდა მაგრამ რაზე გავიკეთო ვერ ვხვდები.მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

ვეგეტატიური ნერვული სისტემა ნერვული სისტემის ის ნაწილია, რომელიც შინაგანი ორგანოების მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და, შესაბამისად, ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას არეგულირებს. ამგვარად, ვეგეტონევროზი ნერვული სისტემის იმ მეტად მნიშვნელოვანი

ნაწილის პათოლოგიური მდგომარეობა გახლავთ, რომელიც შინაგან ორგანოთა ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს.

რაც შეეხება ზურგის ტკივილს და კიდურების დაბუჟებას, ვფიქრობთ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ხერხემლის პათოლოგიას. ზოგადად, ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს, უზრუნველყოფს დგომასა და მოძრაობას. ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება. ხერხემლის სტრუქტურის შეცვლას, მალებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას ბევრი რამ იწვევს, მათ შორის: ინფექციები, ტრავმები, სიმსივნეები, სპონდილიტი, სკოლიოზი.

ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.

ვიზიტისას თუ გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ უპრეცედენტო ფასდაკლებას, მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის  კვლევაზე, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა