ბილირუბინი, კიდურის დაბუჟება - ნევროლოგია

კითხვა: ბილირუბინი არის33.1.ავადმყოფი უჩივის მარჯვენა ხელის თითების დაბუჟება და იდაყვამდე.გამოკვლევებით ღვიძლის პრობლემა არ ჩანს.თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ სად ვეძებოთ მიზეზი და რა შეიძლება იყოს გამომწვევი ჩივილის
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ბილირუბინი;
  • რაზე მიუთითებს ბილირუბინის მაღალი მაჩვენებელი;
  • რა იწვევს კიდურის დაბუჟებას;
  • რომელი პათოლოგიებია საყურადღებო;
  • მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია – დიაგნოსტირების მეთოდი.

ბილირუბინი მოყვითალო პიგმენტია, რომელიც ჰემოგლობინის დაშლის შედეგად წარმოიქმნება.
იგი ორგვარია: პირდაპირი (შეკავშირებული) და არაპირდაპირი (თავისუფალი). მის კონცენტრაციაზეა დამოკიდებულია მისი ტოქსიკურობა.
მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ ბილირუბინის რომელი ფორმის ხარჯზეა საერთო ბილირუბინი მომატებული – პირდაპირის თუ არაპირდაპირის. როდესაც არაპირდაპირი ბილირუბინი მატულობს, ექიმმა შეიძლება ეჭვი მიიტანოს ჰემოლიზზე ან ღვიძლის ისეთ დაავადებაზე, რომელიც ხელს უშლის არაპირდაპირი ბილირუბინის პირდაპირად გარდაქმნას – მაგ. ციროზზე. პირდაპირი ბილირუბინის მომატება ნიშნავს, რომ ბილირუბინის გარდაქმნა ნორმალურად ხდება, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო პირდაპირი ბილირუბინი ვეღარ ახერხებს წვრილ ნაწლავებში გადასვლას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჰეპატიტით ან სანაღვლე გზების ბლოკირებით.
ამ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ თერაპევტს ან ექიმ–ჰეპატოლოგს, რომელიც მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
რაც შეეხება კიდურის დაბუჟებას, მოგახსენებთ - დაბუჟება და მგრძნობელობის შეცვლა ზოგჯერ დაავადების ნიშანია. ამ დაავადებათა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა პათოლოგიები, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის დარღვევა სდევს თან.
თითების დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია. ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდის, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს.
დაბუჟება უპირატესად ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება.
მკურნალობის სქემა დაბუჟების მიზეზზეა დამოკიდებული, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია.
შეუძლია პაციენტს, მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე.
ასევე, შემოგთავაზებთ კლინიკის აქციის ფარგლებში, თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/full-article/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias/20575

კვლევის ჩატარების შემდეგ, დიაგნოსტირდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და პაციენტს დაენიშნება შესაბამისი მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა