თავის ტვინის ანევრიზმა - ნევროლოგია

კითხვა: თავის ტვინის ანევრიზმა გაუსკდა ოპერაცია გაუკეთეს და ეხლა კარგად არის. უკვე 3 წელია .შესაძლებელია კიდევ განმეორდეს?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ანევრიზმა;
  • რა განაპირობებს;
  • სიმპტომები;
  • ანევრიზმის მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში;
  • აქცია-შეთავაზება.

ანევრიზმა სისხლძარღვის კედლის ლოკალური დასუსტებაა, რომელიც გამოიხატება კედლის დილატაციით და გახეთქვისკენ ტენდენციით, რაც იწვევს თავის ტვინში სისხლდენას (ჰემორაგიული ინსულტი). იგი ყველაზე ხშირად თავის ტვინსა და მის ამომფენ თხელ ქსოვილებს შორის არსებულ სივრცეში სკდება. ამ ტიპის ჰემორაგიულ ინსულტს სუბარაქნოიდული სისხლდენა (ჰემორაგია) ეწოდება.
თავის ტვინის ანევრიზმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორება, როგორიცაა:

  • სისხლძარღვთა კედლის თანდაყოლილი პათოლოგია;
  • ზოგიერთი გენეტიკური დარღვევა (შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, თირკმელთა პოლიკისტოზი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა - არტერიებისა და ვენების პათოლოგიური დატოტიანება, რაც სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს);
  • თავის ტრავმა;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ინფექცია;
  • სიმსივნე (უპირატესად - თავისა და კისრის პირველადი ან მეტასტაზური ფორმებით); ათეროსკლეროზი;
  • თამბაქოსა და ნარკოტიკების (უპირატესად - კოკაინის) მოხმარება.

სანამ ანევრიზმა მეტისმეტად არ გაიზრდება ან არ გასკდება, ადამიანი უმეტესად არაფერს უჩივის, დიდი ზომის შემთხვევაში კი, იგი აწვება ტვინის ქსოვილებსა და ნერვებს, ამიტომ მოსალოდნელია:

  • თვალების მიდამოს ტკივილი;
  • დაბუჟება;
  • სისუსტე ან სახის ერთი ნაწილის დამბლა;
  • გუგების გაფართოება;
  • მხედველობის დაბინდვა.

ზოგჯერ ანევრიზმის გასკდომას წინ უძღვის ე.წ. გამაფრთხილებელი თავის ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე ან კვირა, სინათლის მიმართ ზემგრძნობელობა, ფსიქიკური ცვლილებები - საფრთხის მოახლოების შიში, შესაძლოა, კრუნჩხვაც კი.

tvinis_anevrizma


ჩვენს კლინიკაში, თავის ტვინის სისხლძარღვების კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს ცერებრული ანგიოგრაფია.
ხოლო ანევრიზმების ოპერაციული გამოთიშვის მიზნით მივმართავთ ენდოვასკულურ მეთოდს, რომელიც ნაკლებად ტრავმული და მნიშვნელოვნად ეფექტურია ყველა თვალსაზრისით.
ამ ტიპის ოპერაციის დროს ვიყენებთ SHIMADZU-ს ორმკლავიან ანგიოგრაფს Trinias B12-ს. ეს აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც პირველად გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ.
პრევენციის მიზნით, კლინიკის აქციის ფარგლებში, პაციენტს შეუძლია, ჩაიტაროს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უკონტრასტო ანგიოგრაფიით (სისხლძარღვების გამოკვლევა) რუტინული კვლევის ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე:https://kirurgia.ge/full-article/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva-magnitur-rezonansul-tomografze/15963

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა