როდის ინიშნება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია და რატომ არის შეუძლებელი ამ კვლევის გარეშე სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა?

როდის ინიშნება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია და რატომ არის შეუძლებელი ამ კვლევის გარეშე სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა?

მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე მედიცინა.

ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

რადიოლოგიაში სხეულის ანატომიური და ფიზიოლოგიური კვლევისთვის განკუთვნილი უსაფრთხო და ეფექტური კვლევის მეთოდია.  

სისტემა გამოსახულების მისაღებად იყენებს ძლიერ მაგნიტურ ველს და რადიოტალღებს. კვლევის დროს ადამიანის ქსოვილები და შინაგანი ორგანოები რენტგენულად არ სხივდება და არ გამოიყენება იონიზირებული რადიაცია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტომოგრაფით Toshiba Vantage Elan 1.5 ტესლა, რომელიც ფუნქციებით და უახლესი ტექნოლოგიური პაკეტებით ერთ–ერთ საუკეთესო მოდელს წარმოადგენს სამედიცინო ბაზარზე.

პაციენტისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აპარატში ჩატვირთულია შემდეგი სისტემები:

  1. გენტრის სპეციალური შიდა განათება, რომელიც დახურული სივრცის ეფექტს აქრობს;
  2. მაგიდა ადამიანის ანატომიური ფორმის ასლია და სწორედ ამიტომ კვლევის დროს პაციენტი მშვიდად წევს;
  3. ტომოგრაფში ჩატვირთულია უნიკალური ტექნოლოგია სახელწოდებით PIANISSIMO, რომლის მეშვეობითაც სკანირებისას ხმაურის დონე მნიშვნელოვნად მცირდება, კვლევა პრაქტიკულად უხმაუროდ მიმდინარეობს და შესაბამისად, პაციენტიც თავს კომფორტულად გრძნობს.   

magnitur-rezonansuli tomograpia

რა არის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ)?

რადიოლოგი, ფაქტობრივად, სხეულის გაუჭრელად ეკრანზე ხედავს ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერ პათოლოგიურ ცვლილებას. სწორედ ამიტომ ეწოდება მას კვლევის ოქროს სტანდარტი და ზუსტი დიაგნოზისთვის საჭირო, შეუცვლელი მეთოდი.

მრტ კვლევა მნიშვნელოვანია:

  • იშემიური ინსულტის უმწვავესი სტადიის დიაგნოსტირებისთვის;
  • ინფორმაციულია დემიელინიზაციით მიმდინარე პათოლოგიების დროს;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისას;
  • თავის ტვინის ქერქის დისპლაზიისა და ზურგის ტვინის სტრუქტურული ცვლილებების შემთხვევაში;
  • ფოკალური ეპილეფსიების დიაგნოსტირებისას;
  • ნეიროვასკულური კონფლიქტების დროს;
  • ჰიპოფიზის მაკრო და განსაკუთრებით მიკროადენომების სადიაგნოსტიროდ;
  • ხერხემლის პათოლოგიების დროს და სხვა.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგი ანა სამხარაძე.

 – რით განსხვავდება ერთმანეთისგან მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია?

მრტ კვლევა ტარდება თავისა და ზურგის ტვინის, ხერხემლის, მენჯის ღრუს, მუცლის ღრუს ორგანოების, რბილი ქსოვილების, სახსრების დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის.

კომპიუტერული ტომოგრაფია, ძირითადად, გამოიყენება გადაუდებელი გამოკვლევების მიზნით, მაგალითად, ტრავმების, თავის ტვინში სისხლჩაქცევის, სხვადასხვა ორგანოს ტრავმული დაზიანების დროს. გეგმიურ რეჟიმში ვიკვლევთ გულმკერდის ღრუს ორგანოებს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში აუცილებელია ამ ორი გამოკვლევის ერთდროული ჩატარება და როგორც წესი, ამის საჭიროება ჩნდება პოლიტრავმების, სისხლძარღვოვანი და ონკოლოგიური დაავადებების დროს!

რას გვეტყვით მრტ კვლევის როლზე დაავადების დროული პრევენციის თვალსაზრისით?

აღნიშნული კვლევით სხვადასხვა დაავადებისა თუ პათოლოგიის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ დროული და ეფექტური მკურნალობის წინაპირობაა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ტარდება მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული სკრინინგი ონკოლოგიურ პაციენტებში მეტასტაზების გამოსავლენად.

მთლიანი სხეულის სკრინინგი მიზანშეწონილია პროფილაქტიკის მიზნით, რათა ადრეულ ეტაპზე მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება ჯერ კიდევ კლინიკურად არგამოვლენილი პათოლოგიების დროს.

რეკომენდებულია კარცინოფობიით დაავადებული (ონკოლოგიური დაავადებების არსებობის შიში) ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც მუდმივად დასაქმებულია, რადგან მრტ სკრინინგით ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება უმოკლეს დროში და სტაციონარში ყოფნის გარეშეა შესაძლებელი.

სრულიად უსაფრთხოა პაციენტებისთვის და პროცედურის განმეორება, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული არ არის.

რეკომენდებულია ორსულისთვის?

პირველ ტრიმესტრში მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების დროს არის მიზანშეწონილი, ხოლო მეორე ტრიმესტრიდან კვლევა სტანდარტულად ტარდება, დედის და ნაყოფის ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს უქმნის. 

როგორ იქცევით პაციენტმა კვლევის დროს თავი კომფორტულად რომ იგრძნოს?  

გუნდის თითოეული წევრის მიზანია, რომ კვლევამ დისკომფორტის გარეშე ჩაიაროს. სწორედ ამიტომ პაციენტს ვთავაზობთ სპეციალურ ბალიშებს, დასაფენებს, ფეხის მოსასვენებლად ასამაღლებელ ატრიბუტს.

კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის კვლევა ტარდება ანესთეზიით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად