მოგესალმებით,
თავის ტკივილი 50-მდე დაავადების თანმხლები სიმპტომია, მათ შორის - ქალა-ტვინის ტრავმის, კვებითი ან სხვა ინტოქსიკაციის, მრავალი ვირუსული სნეულების.
თუმცა, თქვენს შემთხვევაში, შესაძლოა ტკივილის მიზეზი იყოს მხედველობის დაქვეითება.
თუ სათვალეს იყენებთ, არასწორად შერჩეული სათვალე მისი ოპტიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, იწვევს თვალების გადაღლას, მხედველობის დაქვეითებას, წვას, თავის ტკივილს და ამის შედეგად შრომის უნარის დაქვეითებას. ხოლო, თუ არ იყენებთ სათვალეს, შესაძლოა სწორედ ამის გამო წარმოიშვას პათოლოგიური სიმპტომები და სათანადოდ შერჩეულმა სათვალემ შეცვალოს ვითარება.
რაც შეეხება ბუნდოვან მხედველობას და შავ ლაქას, ეს შესაძლოა თვალის ბადურის პათოლოგიაზე მიგვანიშნებდეს.
არის თუ არა, ოფთალმოლოგიური პრობლემები თქვენს შემთხვევაში თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი, მიმოწერის რეჟიმში დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც უშუალო ვიზიტისას შეიკრიბება ანამნეზი, შეფასდება თქვენი მდგომარეობა, ჩაგიტარდებათ საჭირო კლინიკური პირველადი კვლევები, სპეციალისტი ინსტრუმენტულად დაათვალიერებს თვალს და ფსკერს, დაისმება დიაგნოზი და ექიმი შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
ასევე, შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგი, რომელთანაც კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ პარასკევს.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გსურთ გაეცნოთ ჩვენს პასუხებს თავის ტკივილთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !