ვერტებრო–ბაზილარული უკმარისობა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს ფეხზე დგომის ან სიარულის დროს გული მიჩქარდება თავბრუ მეხვევა, სიმძიმე მაქვს გავა წელის არეში და მაშინვე უნდა დავჯდე. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რომელ ფუნქციებს აქვეითებს ვესტიბულური აპარატის დარღვევა;
  • რას მოიცავს ვერტებრო–ბაზილარული არტერიული სისტემა;
  • როდის ვითარდება ვერტებრო–ბაზილარული უკმარისობა;
  • უკმარისობის განვითარების მიზეზები.

მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, სავარაუდოდ, ჩივილის გამომწვევია ვერტებრო–ბაზილარული უკმარისობა.
ადამიანის ორგანიზმის ვესტიბულური აპარატის ნორმალური, დაბალანსებული ფუნქციონირება აუცილებელია, რათა სხეულმა ვერტიკალური მდგომარეობა შეინარჩუნოს და სივრცეში შეთანხმებული მოძრაობა განახორციელოს, თავის მდებარეობა სტაბილური იყოს, ხოლო მხედველობა - ფიქსირებული, სათანადოდ წარიმართოს სივრცობრივი ორიენტაციის ფორმირება. აქედან გამომდინარე, ვესტიბულური აპარატის ნებისმიერ დარღვევას აღნიშნული ფუნქციების გამართულად შესრულების დაქვეითება მოსდევს.
ვერტებრო–ბაზილარული არტერიული სისტემა მოთავსებულია თავის ტვინის უკანა მხარეს და მოიცავს ვერტებრალურ და ბაზილარულ არტერიებს. ეს სისხლძარღვები ამარაგებენ თავის ტვინის სასიცოცხლო სტრუქტურებს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.
ვერტებრო–ბაზილარული უკმარისობა ვითარდება, როდესაც სისხლის მიმოქცევა მცირდება ან საერთოდ წყდება სისხლძარღვებში. ყველაზე ხშირი მიზეზი უკმარისობის განვითარების არის ათეროსკლეროზი. ასევე სხვა ფაქტორებია:

  • კისრის მალების ოსტეოქონდროზი;
  • ჰიპერტენზია;
  • დიაბეტი;
  • სიმსუქნე;
  • გენეტიკური ფაქტორი;
  • ქოლესტერინის მაღალი დონე.

პირველ რიგში, კონსულტაცია უნდა გაიაროთ ნევროლოგთან. რომელიც შეკრებს ანამნეზს და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას. შეგიძლიათ, ამ მიზნით მომართოთ ჩვენს კლინიკას, სადაც საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია ფასდაკლებით.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა