ერითროფობია - ნევროლოგია

კითხვა: ერითროფობიის ოპერაციის გაკეთება რა ღირს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ტერმინი "ერითროფობია” “გაწითლების შიშს” ნიშნავს. დღეს მას ბლაშინგ სინდრომსაც უწოდებენ. ის ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასწორი მუშაობის შედეგად მიიჩნევა, თუმცა უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
გირჩევთ, შეცდომის თავიდან ასაცილებლად იმთავითვე მიმართოთ ექიმს, რომელიც დაგისვამთ ზუსტ დიაგნოზს და მკურნალობის მეთოდსაც შეგირჩევთ. მკურნალობას თავდაპირველად ნევროლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები იწყებენ, ხოლო თუ თერაპიული საშუალებებითა და ფსიქოლოგიური დახმარებით პრობლემა ვერ მოგვარდა, საქმეში ქირურგია, კერძოდ, კი ენდოსკოპია ერთვება. ქირურგიული ჩარევა არის რადიკალური მეთოდი , რომელიც გულისხმობს ერთ –ერთი ნერვის გადაკვეთას.
ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე აღნიშნული ოპერაცია არ ტარდება, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა