ხელის დაბუჟება - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მარცხენა მხარის (ხელის ) ტკივილი და ნეკა თითის რისი ბრალი შეიძლება იყოს ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ხელების დაბუჟება უპირატესად ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება. შესაძლებელია, სტენოკარდიული შეტევაც იწვევდეს დაბუჟების შეგრძნებას მარცხენა ხელში. ზოგჯერ ამას თან სდევს სხვა კლინიკური სიმპტომებიც. თავის მხრივ, კისრის ოსტეოქონდროზის დროს ხელების ტკივილი და დაბუჟება შესაძლოა სტენოკარდიას ჰგავდეს.
მკურნალობის სქემა დაბუჟების მიზეზზეა დამოკიდებული, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია. ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რისი ბრალია დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზისა თუ ნერვზე ზეწოლის.
შესაძლოა, ასევე, საქმე გვქონდეს სტენოზთან, სტენოზის სიმპტომები ძალიან ნელა ხდება შესამჩნევი. მდგომარეობა თანდათან უარესდება. სიმპტომები უმეტესად ცალმხრივადაა გამოხატული, იშვიათად კი სხეულის ორივე მხარეს მოიცავს. სტენოზზე შესაძლოა მიუთითებდეს ზურგის, მკლავების დაბუჟება, ტკივილი ან კუნთოვანი სისუსტე.
ასევე შესაძლებელია იყოს კისრის მალების სპონდილოზი, დისკოს თიაქარი. კისრის ოსტეოქონდროზის მქონე პაციენტს კისრის ტკივილის დროს (წოლის ან ჯდომის მდგომარეობაში) ჩვეულებრივ უბუჟდება ხელის მტევნის ნეკა და უსახელო თითები. ეს დაბუჟება ხელსა და ხელის მტევნის თითებში დაკავშირებულია კიბისებრი კუნთების ქრონიკულ გადატვირთულობასთან. კისრის წინა ჯგუფის კუნთების ჰიპერტონუსის ასეთი მდგომარეობა იწვევს კისრის ნერვული წნულის ზეწოლამდე და ვლინდება პარასთეზიებით ხელსა და ხელის მტევნის თითებში.
შემოგთავაზებთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, სადაც ექიმი შეფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას და დაგენიშნებათ მკურნალობა.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრმთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა