მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, როგორც მოგვითხრობთ "უფრო ხშირად ვზივარ, რადგან საოფისე სამსახური მაქვს " , ამიტომ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს იშიაზს, რომელიც საჯდომი ნერვის ანთებაა.
საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია, რომელიც ხერხემლის გავა-წელის მიდამოში ზურგის ტვინის ხუთი სხვადასხვა დონიდან იღებს სათავეს, მიუყვება დიდ დუნდულა კუნთს, ჩადის ფეხში, იტოტება და მუხლის, წვივის, წვივ-ტერფის სახსრებს, ტერფსა და ფეხის თითებს სწვდება.
ასევე შესაძლებელია, ტკივილს იწვევდეს რადიკულოპათია, რომელიც ოსტეოქონდროზის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა.
თეძოს არეში ტკივილს ქვედა კიდურის სახსრების დაზიანებაც, იწვევს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დასვამს ტკივილის გამომწვევ ზუსტ დიაგნოზს და თავად მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის შესახებ.
თუ გამოიკვეთება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით, უკვე 7-8 თვე იქნება ყრუ ტკივილი მაქვს წელის, უფრო ზუსტად თეძოს მიდამოში, ხერხემლიდან ოდნავ მოშორებით მარჯვნივ, ეხლა ვგრძნობ რომ ამ ყრუ ტკივილს ხანხადან როცა ვზივარ და უფრო ხშირად ვზივარ, რადგან საოფისე სამსახური მაქვს, ვგრძნობ ხან მარჯვენა ბარძაყის ხან მარცხენა ბარძაყის მიდამოშიც, ხშირად ძალიან არ მაწუხებს, მაგრამ ხშირად ის შემაწუხებს ვეღარ ვზივარ აუცილებლად უნდა ავდგე და ცოტა გადამივლის ხოლმე, წელის არეში ტკივილი უკვე მუდმივი გახდა, სულ მტკივა, მაინტერესებს რა კვლევა უნდა ჩავიტარო და რომელი სპეციალობის იქიმთან უნდა გავიარო კონსულტაცია, რომ გავიგო რა მჭირს, წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი: