ჰემორაგიული ინსულტი - ნევროლოგია

კითხვა: რამდენი ხანი სჭირდება ჰემორაგიული ინსულტის შემდეგ კიდურების აღდგენას და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ჰემორაგიული ინსულტი წარმოადგენს ტვინში განვითარებულ სისხლჩაქცევას. იგი უმეტესად ვითარდება არტერიული წნევის მომატებისას. მაღალი წნევის ფონზე ტვინის რომელიმე სისხლძარღვის კედელი ზიანდება და ხდება სისხლის ჩაქცევა ტვინის ნივთიერებაში. ამას ტვინის შესაბამისი უბნისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გაჩენა მოჰყვება.
საჭიროა, ჩატარდეს თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და შემდეგ, საჭიროებისას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ეს კვლევები გამორიცხავს სხვა დაავადებებს და ავლენს ტვინის დაზიანებული უბნის ზუსტ ზომასა და მდებარეობას. ინსულტის კვლევებში ასევე გამოიყენება ექსტრაკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, თავის ტვინის სისხლძარღვების ანგიოგრაფია.
ასევე, ექსკლუზიურად ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სამკურნალო მეთოდების გამოყენება, როგორიცაა სისტემური ვენური თრომბოლიზისი, ენდოვასკულური თრომბექტომია და ლოკალური არტერიული თრომბოლიზისი.
მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინსულტის დაწყების დროს, ვინაიდან თითოეული დასახელებული მეთოდი ეფექტურია მხოლოდ გარკვეულ ვადაში, ხოლო შემდეგ ასეთი ჩარევები აღარ განიხილება.
რაც შეეხება უკვე ხანდაზმული ინსულტების რეაბილიტაციას, გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში შესაბამისი განყოფილება არ ფუნქციონირებს და სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
შეგიძლიათ, კვლევის პასუხები იქონიოთ თან და მობრძანდეთ ნევროლოგთან კონსულტაციაზე რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და თავად მოგახსენებთ, მკურნალობის მეთოდის შესახებ.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა