მოგესალმებით,
შიში ნებისმიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი ემოციური რეაქციაა.
თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც შიში, რომელიც ძალიან კარგია, ხდება, აკვიატებული, არაჯანსაღი – ასეთ შიშს ფობია ქვია, ასეთ დროს შესაძლებელია საერთოდ არ არსებობდეს რეალური საფრთხე, უბრალოდ ეს არის შიშთან დაკავშირებული აზრი, რომელიც იმდენად ძლიერია და იმდენად მოიცავს ხოლმე ადამიანის ფსიქიკას, რომ მისი გაკონტროლება–
გაცნობიერება შეუძლებელი ხდება.
გაითვალისწინეთ მისი ასაკი, სავარაუდოდ სითბო აკლია ( შეიძლება არცაა ასე, უბრალოდ მას ჰგონია რომ ვერ გასცემთ იმდენს, რამდენიც მას სჭირდება) ეცადეთ შეუქმნათ ოჯახური გარემო.
დისტანციურად ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე ვერ მიგითითებთ და გირჩევთ, სპეციალისტის გარეშე, თქვენც ნუ ეცდებით ყიდვას.
ასეთი პრეპარატები გაიცემა მხოლოდ აფთიაქიდან რეცეპტის საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში არის კანონდარღვევა და დასჯადია.
გაითვალისწინეთ, რომ სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც ადრე თუ გვიან ყველა მივაღწევთ.
მოექეცით მას ისე, როგორც ისურვებდით თქვენი მოხუცებულობისას მოპყრობას.
შეგიძლიათ მოიყვანოთ პაციენტი ნევროლოგთან, რომელთანაც კონსულტაციაც აქციის ფარგლებში უფასოა.
უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: ქალბატონს აქვს საწყის ფორმაში ეგრეთწოდებული შიშები მაგალითად მარტო ყოფნის შიში იმრის შიში რომ რაღაც ცუდი მოხდება ასაკით არის 80 წლის ცხოვრობს ძირითადად მარტო არსებობს რაიმე ძლიერი დამამშვიდებელი პრეპარატი და როგორ უნდა მივიღოთ ის რადგან ქალბატონს აქვს შაქრიანი დიაბეტი მეორე ტიპის წინასწარ მადლობა
პასუხი: