კითხვა: მოგესალმებით, დღეჩაგდებით უძილობა რამ შეიძლება გამოიწვიოს?მადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • ძილის დარღვევის სახეობები;
  • ინსომნიის გამომწვევი პათოლოგიები;
  • უძილობის გამომწვევი ფაქტორები.

ზოგადად, ცნობილია ძილის დარღვევის 80-ზე მეტი ნაირსახეობა, პრობლემა კი ძალიან გავრცელებულია და იგი მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს აწუხებს. ძილის დარღვევები ფორმებია:

  • ინსომნია - უძილობა (33%);
  • პარასომნია ანუ ძილის პერიოდში ნორმიდან გადახრა, მაგალითად, ძილთან ასოცირებული მოძრაობითი დარღვევები, ღამის ენურეზი, ღამის შიშები, სომნამბულიზმი (ძილში სიარული), ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი), ღამის კოშმარები, ხვრინვა, ძილის აპნოე (სუნთქვის გაჩერება), მიოკლონუსი.

ძილის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთმა პათოლოგიამ, მაგალითად:

  • კარდიოვასკულური დაავადებები;
  • ბრონქული ასთმა;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი.

udziloba

უძილობას მრავალი მიზეზი აქვს. ისინი საძიებელია როგორც გარემო ფაქტორებს, ისე ორგანიზმის თავისებურებებს, ცხოვრების წესსა და ისეთ სხვა ფაქტორებს შორის, როგორიცაა:

  • ამინდის ცვალებადობა, ხმაური, უჰაერობა, მოუხერხებელი საწოლი;
  • კოფეინის შემცველი პროდუქტების (ჩაი, ყავა, შოკოლადი და სხვა) მიღება;
  • მაღალკალორიული საკვების მიღება;
  • არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა;
  • სტრესი და ემოციური გადაძაბვა;
  • დეპრესია და ნევროზი;
  • სომატური ან ენდოკრინული პათოლოგია;
  • ტკივილი;
  • რომელიმე წამლის გვერდითი ეფექტი.

თქვენი უძილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად და ინდივიდუალური მკურნალობის შესარჩევად, შეგვიძლია, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზოთ, ნევროლოგთან კონსულტაცია 50%-იანი ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-50-ian-fasdaklebas-konsultaciebze/31731

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა