მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რამდენი ხანი უნდა გვეძინოს;
- ძილის დარღვევის მიზეზები;
- თავის ტკივილის მიზეზები.
ზოგადად, ძილი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია.
განვითარებისათვის, ნორმალურად ფუნქციონირებისათვის, გარემოსთან ადაპტირებისათვისა და პროდუქტიულობისთვის, ჯანმრთელ ადამიანს ღამეში 7-9 საათი უნდა ეძინოს.
თუ თავად არ გიქმნით ღრმა ძილი პრობლემას, სანერვიულო არაფერია.
ზოგადად კი, ძილის დარღვევების გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს:
- გადაღლილობა;
- დეპრესია;
- ემოციური ფონი;
- დაქვეითებული იმუნიტეტი;
- ჭარბი წონა;
- დიაბეტი;
- ჰიპერტენზია;
- კარდიოლოგიური დაავადებბეი;
- ენდოკრინული სისტემის დაავადებები;
- ნევროლოგიური დაავადებები.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნავთ თავის ტკივილსაც, სავარაუდიდ ღრმა (სწრაფი) ძილის გამომწვევი მიზეზი ნევროლოგიურია.
თავის ტკივილი კი, ძალიან გავრცელებული პრობლემაა და ის არც ისეთი უბრალო რამ მისი უამრავი სახეობა არსებობს:
- ტკივილი თავის ცალ ან ორივე მხარეს;
- იზოლირებული და გავრცობილი;
- მწვავე;
- მოპულსირე და ყრუ;
- თანდათანობით განვითარებული;
- უეცარი;
- მალე (ერთ საათზე ნაკლებ ხანში) გადავლილი და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე.
იმისთვის რომ დადგინდეს, თუ რა იწვევს ჩივილებს თქვენს შემთხვევაში, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ნევროლოგთან კონსულტაციაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-nevrologis-konsultacias/31681
უშუალო ვიზიტისა და საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმი–სპეციალისტი ქალბატონი თეა შუბლაძე დაადგენს ჩივილის გამომწვევ მიზეზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!