მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა სავარაუდოდ თქვენი ჩივილების გამომწვევია კისრის მიდამოს ოსტეოქონდროზი.
ოსტეოქონდროზი ხერხემლის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება მალებისა და იოგების დეფორმაცია, მათზე წანაზარდების (კალციფინატების) წარმოქმნა, მალთაშუა სივრცის შევიწროვება. ყველაზე ადრე მალთაშუა დისკები ზიანდება და დეფორმირდება. დაავადების შორს წასულ შემთხვევებში, როდესაც პათოლოგიაში ჩართულია ნერვული სისტემა და თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები, შესაძლოა, გამოიხატოს შემდეგი სახის ჩივილები:
- თავის ტკივილი;
- შუილი ყურებში;
- ერთი ან ორივე ზემო კიდურის დაბუჟება;
- მხედველობის დაქვეითება კონკრეტულ მომენტში;
- ენის დაბუჟება;
- გულისრევა;
- ჩხვლეტის შეგრძნება თითებში და ა.შ.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. კერძოდ ,შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთნ, რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ კი, დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
თუ გამოიხატება საჭიროება, რომ ჩაგიტარდეთ მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!