გეოგრაფიული ენა, მეტყველების პრობლემა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მე ვარ 18 წლის და მაქვს გეოგრაფიული ენა. მაინტერესებს მკურნალობის გავლის შემდეგ თუ განიკურნება მეტყველების პრობლემა?
პასუხი:

მოგესალმებით,
გეოგრაფიული ენა ქრონიკული ანთებითი პროცესის შედეგია ,რომლის დროსაც აღინიშნება ენის ზურგის და გვერდითი ზედაპირების გარეგანი ცვლილებები.
რაც შეეხება მეტყველების პრობლემას, არსებობს მეტყველების ფორმირების პერიოდში, ბავშვობის ასაკში _ 2-5 წლამდე აღმოცენებული, გაცილებით გავრცელებული და მოგვიანებითი პერიოდის, შეძენილი, ნეიროგენული (ვითარდება თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ან პათოლოგიის შედეგად) ენის ბორძიკი.
იგი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული პათოლოგიაა, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: მემკვიდრეობა, სოციალური გარემო, შიში, სტრესი.
ენის ბორძიკის, როგორც სიმპტომის არსებობაზე მეტყველებს ის რამდენიმე სახის ცვლილება, რომელიც მებორძიკე ადამიანის თავის ტვინშია აღმოჩენილი:
● შეცვლილია ტვინის ზოგიერთი უბნის (მეტყველებაზე პასუხისმგებელი ბროკისა და ვერნიკეს) მიკროსტრუქტურა.
● შეცვლილია ამავე ზონების ფუნქციური აქტივობა _ მეტყველებისას იმატებს მარჯვენა ნახევარსფეროს უბნების აქტივობა.
აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტებს: ნევროპათოლოგს და ლოგოპედს, ზედმიწევნით შეასრულოთ მათი რეკომენდაციები.
რაც უფრო სწრაფად მიაკითხავთ კვალიფიციურ სპეციალისტს, მით მაღალია პრობლემის სრულად მოგვარების ალბათობა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, მოგცემთ რეკომენდაციას მკურნალობასთან დაკავშირებით.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა