მოგესალმებით,
შესაძლოა საქმე ეხებოდეს ხერხემლის სვეტის, გავა–კუდუსუნის მიდამოს პათოლოგიას.
შესაძლოა კუდუსუნის ტკივილს ადგილი ჰქონდეს, მენჯის ძვლების, სწორი ნაწლავის, მცირე მენჯის უჯრედისის, მენჯის ფუძის კუნთების დაავადების დროს.
როგორც მოგვითხრობთ, ტკივილი თავს იჩენს ჯდომისას, ამიტომ ვფიქრობთ, შესაძლოა საქმე ეხებოდეს კოკციგოდინიას, რომელიც ჩნდება კუდუსუნის, ასევე გავისა და კუდუსუნის ნერვული წნულების ტრავმული და ანთებითი დაზიანებების შედეგად.
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, ამიტომ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.
ვიზიტისას თუ გამოკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !