არტერიული წნევის დაქვეითება - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ჯდომისას ძირითადად მაქს ცხვირის არეში ზეწოლის მოჭერის შეგრძნება, ხორხის არეში მგონია რომ რაღაც შუპდება და მიჭერს თუმცა ყლაპვა არ მიჭირს . ზოგჯკერ თან ერთვის ანალოგიურად სიმძიმის მოჭერა შუბლის და თავის არეშიც . ადგომისას მაბარბაცებს და ვგრძნობ სიმძიმეს თუმცა გავლის მერე უკეთ ვხდები რა შეიძლება იყოს ?
პასუხი:

მოგესალმებით,

მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა ვვარაუდობთ, რომ საქმე ეხება, წამოდგომის დროს არტერიული წნევის დაქვეითებას, რომლის დროსაც ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება საკმარისად, რაც იწვევს თქვენს მიერ აღწერილ ჩივილებს,
ასევე, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს არასწორ დღის რეჟიმს და სრულფასოვანი კვების ნაკლებობას.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია, მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევა და ნევროლოგის კონსულტაცია ფასდაკლებით. ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--

კვლევის ჩატარების შემდეგ, შეჯერდება მონაცემები და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა