მოგესალმებით,
ოთხივე კიდურის ერთდროულად დაბუჟების შეგრძნება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია.
შესაძლოა, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ტკივილი, ქავილი, გრძნობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე.
თუ დაბუჟება ძლიერდება მოძრაობის დროს, შეიძლება ეს ნერვის დაზიანების შედეგი იყოს, რაც შესაძლოა განაპირობოს ტრავმამ, განმეორებადმა მიკროტრავმამ, ბაქტერიულმა ან ვირუსულმა ინფექციამ, ტოქსიურმა ფაქტორებმა, შაქრიანმა დიაბეტმა.
ნერვის ასეთ დაზიანებას პერიფერიულ ნეიროპათიას უწოდებენ. სახელწოდება აღნიშნავს, რომ ნერვი ზიანდება არა თავის ან ზურგის ტვინის დონეზე, არამედ - უშუალოდ კიდურში.
თანდაყოლილი დაავადებებით გამოწვეული პერიფერიული ნეიროპათიის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, შეძენილი მიზეზების შემთხვევაში კი მდგომარეობის გასუმჯობესებლად მკურნალობენ გამომწვევი მიზეზების შესაბამისად.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ ნევროლოგთან და ანგიოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობის სწორ მიმართულებას.
ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღე არის პარასკევი, ხოლო ანგიოლოგთან – ორშაბათი და სამშაბათი, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა დიდი მადლობა რომ არსებობთ კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს მოკლედ მიბუჟდება მარცხენა ხელი დროს ვერ დავასახელებ შეიძლება ორი თვეც იყოს ეხლა მარცხენა ლოყისკენ რაღაც შეგრძნება მაქვს და ასევე ფეხზეც თითქოს გაბუჟებული არარის მაგრამ ფეთქვის შეგრძნება თუ რაღაც ამდაგვარი შეიძლება გაბუჟებაც ფეხზე ვგულისხმობ გულის ყველანაირი გამოკვლევა გავიკეთე არაფერია გავიკეთე ასევე მრტ კვლევაც 2 კვირაც არიქნება ნევროლოგმა ციტოლიზი დამინიშნა ანუ მაინტერესებს მაქვს ავადმყოფობების შიში რო მგონია რაღაც მჭირს შეიძლება თუ არა ინსულტი ყოფილიყო და მრტ კვლევა ხო გამაოავლენდა ?ან სისხლძარღვების პრობლემაც როიყოს არაფერია ისეთი არც მრტ კვლევაზე ანუ შეიძლება ეს იყოს ნერვოზული? მადლობა წინასწარ
პასუხი: