მოგესალმებით,
ლეიკოენცეფალოპათია თავის ტვინის სტრუქტურებში (თეთრ ნივთიერებაში) არაანთებით ცვლილებებს ნიშნავს.
დიაგნოზი საყურადღებოა, საჭიროა ექიმი ნევროლოგი/ნეიროქირურგის მიერ შეფასდეს საერთო მდგომარეობა. აქ გასათვალისწინებელი იქნება ზოგადი სიმპტომები და საერთო კლინიკური სურათი.
პროგნოზსა და მკურნალობის მეთოდზე მხოლოდ მას შედეგ შეიძლება საუბარი, როცა შეფასდება ჩივილები, პაციენტის მდგომარეობა და კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემები ერთობლივად.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნევროლოგისა და ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია პარასკევს, აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული გამოკვლევების პასუხები.
ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !