მოგესალმებით!
ორგანიზმის თავდაცვითი სისტემის შესუსტების დროს შეიძლება განვითარდეს ნევროლოგიური პათოლოგიები. ხშირია ისეთი დაავადება,როგორიცაა იშიაზი. ეს არის საჯდომი ნერვის დაზიანება ან მიჭყლეტა, რომელიც პასუხისმგებელია ფეხის მგრძნობელობაზე და მოძრაობაზე დუნდულოვანი კუნთიდან ტერფამდე. იშიაზი ვითარდება ოსტეოქონდროზის ,ხერხემლის თიაქრის, მალების გადანაცვლების ფონზე. ხშირად მიჭყლეტვა ხდება სიმძიმის ცენტრის გადანაცვლების და ხერხემალზე ზეწოლის მომატების გამო.ძირითადი სიმპტომებია:
- წელის ან ფეხის მწველი და მჩხვლეტი ტკივილი;
- ფეხის დაბუჟება,სიცივის შეგრძნება;
- სისუსტე კუნთებში;
- გარდაუვალი ტკივილი ფეხის ზედაპირზე;
- მოძრაობითი აქტიურობის პრობლემები.
დაზიანება ძირითადად აღინიშნება მხოლოდ ერთ ფეხზე, მაგრამ ზოგჯერ ნერვები დაზიანებულია ორივე მხარეზე. ტკივილი შეიძლება ისეთი აუტანელი იყოს, რომ ადამიანი ვერ ახერხებს დაჯდომას, ფეხზე დგომას ,ძილს. იძულებული ხდება მიიღოს სხეულის უნებლიე მდგომარეობა – ხშირად ეს პოზიციაა სხეულის წინ ან გვერდზე მოხრა.
როგორც აღნიშნავთ, ჩატარებული გაქვთ ნევროლოგიური გამოკვლევა. გირჩევთ მიმართოთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმნეად კი, შემოგთავაზებთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას პარასკევს.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!