კითხვა: გამარჯობა, გარდამეცვალა დედა და ძალიან შემომიტია ნერვებმა ყელში სპაზმები ჩემი წნევა110 80ზე მაქ და სულ მგონია რო მეც რამე უნდა მომივიდეს შიშები დამეწყო მითხრეს ფარისებრი ჯირკვალი გამოიკვლიეო საღამოს მიჭერს სპაზმი მხოლოდ მქონდა კანკალიც მგონია რამე მჭირს მაგრამ მეუბნებიან ნერვოზიაო
პასუხი:


მოგესალმებით,
გავეცანით შეტყობინებას და შევდივართ თქვენს მდგომარეობაში. ზოგადად, ნევროზები - ეს არის შექცევადი ხასიათის ფუნქციური ფსიქოგენური დარღვევებით მიმდინარე დაავადებათა ჯგუფი, რომლებიც აღმოცენდება ფსიქიკური ტრავმის ზემოქმედების შედეგად, მისი განვითარება განისაზღვრება ფსიქიკური ტრავმით, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე, ერთმომენტიანი (მაგალითად, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება).
შიშის გრძნობა კი, ყოველი ჩვენთაგანისთვის ნაცნობია.ის ერთ-ერთი უძლიერესია ადამიანურ ემოციებს შორის.
ადამიანის შიშის პალიტრა ძალიან მრავალფეროვანია, მსუბუქი ღელვიდან დაწყებული პანიკური შიშით დამთავრებული. აკვიატებულ შიშს შეიძლება სხვა სიმპტომებიც ქონდეს:
● ტაქიკარდია – გულისცემის აჩქარება. ავადმყოფები ხშირად ჩივიან რომ ეს-ესაა გული ამოუვარდებათ;
● მოხრჩობის, ყელში წაჭერის, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
● გაქვავების შეგრძნება, სისუსტე, სხეულის დაუმორჩილება, გონების დაკარგვის შეგრძნება;
● ძლიერი შიში რაიმეს მიმართ, რაც იწვევს ფობიას;
● სხეულის კანკალი ;
● ცივი ოფლი;
● კუჭის აშლა, გულისრევა, ტკივილი მუცელში.
დიდი მნიშვნელობა აქვს, ფსიქოლოგიურად როგორ განაწყობთ თქვენს თავს, ნუ ჩაუღრმავდებით და ეცადეთ ნეგატიური აზრებისაგან გათავისუფლდეთ.
შეეცადეთ, უარყოფითი ფიქრები დადებითით შეცვალოთ, რაიმე სასიამოვნოზე გადაერთეთ.
ცხოვრება ხშირად გვაიძულებს, დაძაბული ვიყოთ და შიშს განვიცდიდეთ, მაგრამ ზოგ რამეზე შეგნებულად უნდა ვთქვათ უარი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველას ეშინია.
თუ თქვენი სურვილი იქნება, რა თქმა უნდა, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ  ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

ასევე, კლინიკაში გვაქვს უფასო კონსულტაციის დღეები, რომლის ფარგლებშიც, შეგიძლიათ ისარგებლოთ ნევროლოგთან კონსულტაციით.

უფასო კონსულტაცია ნევროლოგთან, ტარდება ყოველ პარასკევს. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა