დისცირკულარული ენცეფალოპათია - ნევროლოგია

კითხვა: ვარ 84 წლის. მაწუხებს წელისა და ფეხების არეში ტკივილი მოძრაობის დროს ოსტეოქონდროზი. მიჭირს თავისუფლად მოძრაობა. დამისვეს დიაგნოზი - დისცირკულატორული ენცელოფალოპათია. ორი წლის მკურნალობის შემდეგ ვარ დაახლოებით იგივე მდგომარეობაში. დღის ახლახან ღამით ვირძენი მწვავე ტკივილი. მარცხენა ფერდის ქვემოთ, რომელიც ხან წინა მხარეს გადაადგილდება ხან, უკან. უფრო მტკივა წინა მხარეს. იგი მაწუხებს, ხელს მიშლის დაძინებაში, გონებრივ მუშაობაში. მივიღე ნოშპა და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომლის შედეგად ძილი გამიადვილდა. გთხოვთ გამარკვიოთ, თუ რა შიიძლება იყოს ტკივილის მიზეზი და რა სამკურნალო საშუალებები ვიხმარო. წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისთვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ დისცირკულარული ენცეფალოპათია ხშირია მოხუცებულობით ასაკში. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც გამოხატულია ტვინის მრავალკეროვანი ან დიფუზური დაზიანება, დარღვეული კოგნიტური ფუნქციები (მეხსიერება,ყურადღება,აღქმა), შეინიშნება მოძრაობითი აქტიურობის, ემოციური სფეროს აშლილობა.
დისცირკულარულ ენცეფალოპათიას მრავალი სიმპტომი ახასიათებს. ამ დაავადების უპირველეს ნიშანს წარმოადგენს ფსევდონევრასთენიული სინდრომი, რომელიც მიმდინარეობს თავის ძლიერი ტკივილით, ხშირი თავბრუხვევით, ძლიერი გაღიზიანებადობით, მომატებული მეტეომგრძნობელობით (რეაქცია ამინდის ცვლილებაზე, მაგნიტურ დღეებზე), უძილობით, ემოციების ლაბილურობით, მეხსიერების დაქვეითებით და ა.შ.
თუ ეს დაავადება დროულად არ იქნა გამოვლენილი, იგი პროგრესირებას დაიწყებს და თანდათანობით თავს იჩენს უფრო სერიოზული სიმპტომები - შრომის უნარის დაქვეითება, ცერებრული სისხლძარღვოვანი კრიზი, ჰიპოქონდრიისკენ მიდრეკილება.
სასურველია ვიცოდეთ, რომელი ტიპის დისცირკულარული ენცეფალოპათია დაგიდგინდათ (კომპენსირებული, სუბკომპენსირებული, დეკომპენსირებული), რა მკურნალობა დაგენიშნათ დიაგნოზის დასმის შემდეგ. ასევე, რა არის გამომწვევი მიზეზი, რადგან თუ დაავადების მიზეზს არ ვებრძოლეთ, მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლა ამაო იქნება.
ზოგადად კი, დისცირკულარული ენცეფალოპათიის ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია. იგი კომპლექსურია და ითვალისწინებს როგორც ძირითადი დაავადების თერაპიას, ისე თავის ტვინის მუშაობის დარღვევის აღმოფხვრას.
ამ დროს კი, ძალიან მნიშვნელოვანია, პაციენტმა თერაპიის დასრულებამდე მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, არ გადაიტვირთოს ფიზიკური და გონებრივი შრომით და სრულფასოვნად დაისვენოს.
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ხოლო თუ გსურთ მოისმინოთ მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს მდგომარეობას, ხოლო საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დაადგენს ჩივილების გამომწვევ მიზეზს და დაგინიშნავთ აპრობირებულ მკურნალობას.

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებულ კვლევათა პასუხები. 

●  ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20 


სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა