მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობით ვითარება ჰგავს ე.წ. ქრონიკული დაღლილობის სინდრომს – ქდს რომლის მიზეზები მრავალგვარია.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს პაციენტს აქვს ბევრი თანმხლები სიმპტომი, როგორიცაა:
- საერთო სისუსტე;
- ადვილად დაღლა;
- შრომისუნარიანობის დაქვეითება;
- ძილის დარღვევა და ა.შ.
სინდრომის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს:
- თამბაქოს წევა;
- არასრულფასოვანი კვება;
- გამოუძინებლობა;
- ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება და ა.შ.
ქდს-ის დიაგნოსტიკის საკითხი მეტად აქტუალურია. ექიმი ორიენტირებას ახდენს დაავადების კლინიკურ გამოვლინებასა და ლაბორატორიულ გამოკვლევებზე.
თქვენმა პრობლემებმა, რომ ქრონიკული სახე არ მიიღოს და უსიამოვნო სინდრომში არ გადაიზარდოს, უმჯობესია მიმართოთ ენდოკრინოლოგს და ნევროლოგს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, დასვამს დიაგნოზს და შეგირჩევთ მკურნალობის შესაბამის კურსს.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!