ვიზიტი ნევროლოგთან - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა მინდა გკითხოთ ბათუმში თუ არის ეგ საავადმყოფო და რა ადგილზეა? მეხსიერებასთან მაქვს პრობლემები 24 წლის ვარ და მეხსიერების ჩავარდნები მაქ თან ძალიან უბრალო რამეზე ვღიზიანდები და ნერვები მეშლება თავს ვერ ვაკონტროლებ ხოლმე. თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, დიაგნოსტირებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეხსიერების დაქვეითების ტემპს, თანმხლებ პათოლოგიებს, სიტუაციას, რომელშიც მოხდა მეხსიერების დაქვეითება და ა.შ. თუკი პათოლოგიური პროცესი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩამოყალიბდა, მდგომარეობა საყურადღებოა.
მოგცემთ რამდენიმე რჩევას რეკომენდაციის სახით:
● მოიწესრიგეთ ძილი;
● გაითვალისწინეთ დღე-ღამის ბიოლოგიური რიტმის მნიშვნელობაც. უნდა იძინოთ ღამით და არ უნდა ათიოთ ღამეები იმ იმედით, რომ დღისით გამოიძინებთ;
● მაქსიმალურად დაიტვირთეთ ფიზიკურად - ფიზიკური დატვირთვის დროს ტვინი უკეთ მარაგდება სისხლითა და ჟანგბადით.
● ყურადღება მიაქციეთ კვებას - მეხსიერებისა და საზოგადოდ, თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის , დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას - ამინომჟავების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების სათანადო რაოდენობას.
მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კლინიკას ფილიალი არ აქვს ბათუმში.
თუ ჩამობრძანდებით თბილისში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ მაღალკვალიფიციური ნევროლოგის კონსულტაცია, რომელიც ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობის აპრობირებულ მეთოდს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა