თავბრუსხვევა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა.გუშინ დამემართა ასეთი რამ ვიწექი და თავი როდესაც გადავატრიალე გვერდზე უცბად დამეწყო თავბრუს ხვევა..დაბლა რომ ვხრინთვალებს მაშინაც მაქვს და გულის რევის შეგრძნებაც მემატება ხანნდახან. მეორე დღეს ამტკივდა მარცხნივ თვალი და საპეთქელიც..თავიც უფრო მარცხენა მხარეს მტკივაა და რისი ბრალი შეიძლება იყოს გთხოვთ მომწეროთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თავბრუსხვევა შესაძლოა გამოხატული იყოს როგორც ხანმოკლე, წამიერი მოვლენა, ასევე ბალანსის დარღვევით მიმდინარე მძიმე დაავადება, რომელიც ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასთან შეუთავსებელია.
თავბრუსხვევას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამ სიმპტომის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზებია:
შიდა ყურის პრობლემები, სისხლის მიწოდების შეზღუდვა, გარკვეული მედიკამენტები.
თავბრუსხვევის სხვა მიზეზები: ანემია, ტვინის შერყევა, ზოგადი შფოთვა, ჰიპოგლიკემია,შაკიკი, პანიკური შეტევა.თავბრუსხვევა ხშირად დროებითია და თავად გაივლის.
რამდენიმე მარტივი რჩევა შესაძლოა დაგეხმაროთ თავბრუსხვევის დროს:
იმოძრავეთ ნელა, განსაკუთრებით მწოლიარე მდგომარეობიდან ადგომისას. მრავალ ადამიანს აქვს თავბრუსხვევის შეგრძნება როცა სწრაფად დგება. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. კარგი ჰიდრატაცია თავიდან აგარიდებთ თავბრუსხვევის რამდენიმე გამომწვევ მიზეზს. თავი შეიკავეთ კოფეინისა და თამბაქოს მოხმარებისაგან. ეს ნივთიერებები სისხლძარღვებს ავიწროვებენ და ამით აუარესებენ სიმპტომს.
ასევე აუცილებლად დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან.
ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, სადაც აუცილებელია წინასწარი ჩაწერა 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა