კისრის ოსტეოქონდროზი - ნევროლოგია

კითხვა: მაქვს კისრის ტკივილი, ოსტეოქონდროზი.ვის შეიძლება მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,

ოსტეოქონდროზი ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა. ყველაზე ადრე მალათაშუა დისკები ზიანდება და დეფორმირდება.

ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი კი, სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია. კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.

ოსტეოქონდროზისაგან განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ შედეგიანია.

გირჩევთ მიმართოთ ვერტებროლოგს, რომელიც დაგეხმარებათ მკურნალობის დაგეგმვაში.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნევროლოგთან  უფასო კონსულტაცია პარასკევს, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და ამის შემდეგ შეგირჩევთ მკურნალობის ინდივიდუალურ კურსს, ხოლო ვიზიტისას თუ საჭირო გახდება ნეიროქირურგის ჩართვაც, პარასკევს აღნიშნულ სპეციალისტთან კონსულტაცია, ასევე უფასოა. 

ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ, თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias 

აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა