თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: ვარ 63 წლის, ახალგაზრდობიდან მაქვს თავის ტკივილები საფეთქლის და შუბლის (თვალებთან) მიდამოში. ბოლო 2 წლის განმავლობაში თავის ტკივილის დროს გულის მიხდება ცუდად. ადრე მიყიჩებდა 2 ტაბლეტი ციტრამონიც. ეხლა ვსვამ 3-3-ს დღეში ორჯერ მაგრამ არ მიყუჩებს. რას მირჩევთ თქვენთან გავიკეთო თავის სისძარღვების დოპლერი თუ ტომოგრაფია?
პასუხი:


მოგესალმებით,
არსებობს თავის ტკივილის გამომწვევი მრავალი მიზეზი, მაგალითად:

  • თავის ტვინის და მისი გარსების დაავადებები;
  • თავის ქალას გარეთ მდებარე კერები;
  • ემოციური სფეროს დაზიანებები;
  • შიდა ორგანოების დაავადებები;
  • ქრონიკული და მწვავე ინტოქსიკაციები და ა.შ.

ჰიპერტენზიული დაავადების, შაკიკის და არტერიული ჰიპოტონიის დროს თავის ტკივილის მიზეზი არის სისხლის მიმოქცევის დარღვევა გარეთა და შიგნითა საძილე არტერიის აუზებში.
ჰიპერტონიის დროს თავის ტკივილები ნაკლებადაა გამოხატული და მას მოჰყვება:

  • ზოგადი სისუსტე;
  • დაღლილობის შეგრძნება;
  • მუშაობისას ნაკლებუნარიანობა.

თავის ტკივილები შეიძლება გაჩნდეს თვალების დაავადებების დროს. გამომწვევი შესაძლოა იყოს გლაუკომა. მასზე ეჭვის დროს კი, უნდა ჩატარდეს თვალის შიდა წნევის გაზომვა.
ტკივილების გამომწვევი შესაძლოა იყოს ასევე:

  • ირიტი
  • რეფრაქციის დარღვევა.

რეფრაქციის დარღვევის შემთხვევაში, სათვალის ზომის სწორი არჩევა აქრობს თავის ტკივილს.
დისტანციურად დიაგნოსტირება, თუ რა იწვევს თავის ტკივილს თქვენს შემთხვევაში, შეუძლებელია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე დაგეგმავს თქვენთვის ეფექტურ კვლევას და მკურნალობის მეთოდს.

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა