მუხლის ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: ფეხები ძალიან მტკივა 9 თვეა უკვე მუხლის კვევით გაბუჟებული მაქ ფეხის თითებზე გრძნობა არ მაქ.რა მივიღო რით ვუშველო
პასუხი:

მოგესალმებით,
მუხლების ტკივილის მიზეზთა ჩამონათვალი გრძელია, თუმცა შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
მუხლის ტკივილის მიზეზებს მწვავე და სახსრის გადატვირთვის შედეგად მიღებულ დაზიანებებად ყოფენ.
მწვავე დაზიანება ერთჯერადი ტრავმის შედეგად წარმოიშობა, ხოლო სახსრის გადატვირთვის დროს ტკივილის ინტენსივობა თანდათან იმატებს და იგი ტრავმასთან არ არის დაკავშირებული.
ყველაზე ხშირად ეს არის კუნთების სისუსტე, კიდურის პათოლოგიური წყობა, კუნთების დაჭიმვა ან სხვა გადაძაბვით მიღებული ტრავმა.
იქიდან გამომდინარე, რომ მუხლის ტკივილთან ერთად აღნიშნავთ თითების ფალანგების დაბუჟებასაც, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ხერხემლის გავა–წელის მიდამოს პათოლოგიასთან.
ამიტომ, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან ვიზიტზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ აპრობირებულ და გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა