საზარდულის ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: საზარდულიდან მოდის ტკივილი მუხლის ქვევით ჩადის. როცა დიდხანს ვდგავარ ან ბავშვი რო მიჭერია. რა არი საჭირო რო დავადგინო დიაგნოზი. სავარაუდოდ ხერხემალია ჩემი აზრით
პასუხი:

მოგესალმებით,
საზარდულის ტკივილის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი კუნთის, იოგის ან მყესის დაჭიმვაა.
საზარდულის ტკივილი შესაძლოა ტრავმის შემდეგ დაიწყოს, ან თანდათანობით განვითარდეს კვირეების ან თვეების განმავლობაში.
ასევე, შესაძლოა მიზეზი იყოს:

  • საზარდულის თიაქარი;
  • კენჭები თირკმელში;
  •  ოსტეოართრიტი;
  • თეძოს ნერვის ანთება;
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის კოქსართროზი.

როგორც თავად აღნიშნავთ, ტკივილი აღმოცენდება მაშინ როცა " დიდხანს დგახართ ან ბავშვი გიჭირავთ", აქედან გამომდინარე ,საჭიროა დასახელებული ყველა მიზეზის გამორიცხვა.
დისტანციურად რა თქმა უნდა, ზუსტ დიაგნოზს ვერ დავსვამთ, ამიტომ შემოგთავაზებთ უფასო კონსულტაციას ტრავმატოლოგთან, სადაც შეიკრიბება თქვენი ანამნეზი, ჩაგიტარდებათ საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
კვლევის პროცესში შესაძლოა საჭირო გახდეს ხერხემლის და მენჯ-ბარძაყის სახსრის რადიოლოგიური კვლევები.
ტრავმატოლოგის უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა